ენტონი მარსიალი: ” მე თავდამსხმელი ვარ და სულერთია სად დამაყენებს გაალი”
ის თანხა რაც წინა ზაფხულს “მანჩესტერმა” 20 წლის ფრანგში გადაიხადა, დიდი განხილვის საგანი იყო და გულშემატკივრებშიც ერთგვარი პროტესტი გამოიწვია. მაგრამ პირველ 4 მატჩში გატანილი 4 გოლით მარსიალმა ყველას “მოაკეტინა”. ახალგაზრდა ფრანგი დღემდე ყველას აოცებს საფეხბურთო სქილებითა და მოედანზე საოცარი სიმშვიდით, მიუხედავად უკვე უჩვეულოდ ხანგრძლივი მშრალი სერიისა. თუმცა ენტონი ირწმუნება, რომ თუ საჭირო გახდა გაბრაზებაც შეუძლია.
“მანჩესტერელთა” 9-იანი მართლაც ძალიან მშვიდია თითქოს ყველა სიტუაციაში, ინგლისსში ჯერ ის გაბრაზებული არ უნახავთ. “მე ყოველთვის ასე ვიქცეოდი და ხალხის აზრი ჩემზე არ მოქმედებს. თუ გოლის გატანა არ გამომდის ვბრაზდები, თან როგორ! მაგრამ მხოლოდ საკუთარ თავს ვუბრაზდები და ამ ყველაფერს ყველას დასანახად არ ვაკეთებ”.
მოულოდნელი მანჩესტერული ვოიაჟი? ” სულ ასე იყო, ჩემს ცხოვრებაში ყველაფერი მოულოდნელად ხდება და ამას ხშირად მიმეორებენ. თუმცა მე მუდამ ცივი გონებით ვაანალიზებ სიტუაციას და მხოლოდ ფეხბურთზე მინდა ვიყო კონცეტრირებული.”
“ცხოვრებაში წარმატების მისაღწევად ძალიან ბევრი ვიშრომე და თუკი ახლა წარმატებული ვარ, ესე იგი იმას ვიმკი რაც დავთესე”
ძალიან ბევრი ინგლისელი გულშემატკივარი უკმაყოფილოა მარსიალის პოზიციის ცვალებადობაზე, მას გაალი ხშირად შეტევის მარცხენა ფლანგზე ამწესებს. ენტონი ხაზს უსვამს, რომ პირველ რიგში იგი ცენტრფორვარდია, მაგრამ სულაც არ არის წინააღმდეგი ითამაშოს იქ სადაც მწვრთნელი გადაწყვეტს.
“მე თავდამსხმელი ვარ და სულერთია სად გამომიყენებს ვან გაალი. როცა მოედანზე გავდივარ ჩემთვის მთავარია გამოვადგე გუნდს! მხოლოდ ესაა მთავარი.”
მარსიალი “მონაკოში” “პორტოდან” გადავიდა და თან საკმაოდ მსუყე ფასად 17 წლის ბიჭისთვის – 5 მილიონ ფუნტად. ასე რომ “მანჩესტერი” პირველი არ ყოფილა ვინც ენტონიში დიდი ფული გადაიხადა. ამის გამო ენტონი სულაც არ თვლის, რომ ინგლისური პრესისა და პუბლიკის ზეწოლა უჭირს. პირიქით ის აღფრთოვანებულია პრემიერ ლიგით და როგორც ჩანს კიდევ დიდხანს აპირებს აქ დარჩენას.
“პრემიერ ლიგა ბევრად მეტ ფიზიკურ დატვირთვას მოითხოვს ვიდრე ფრანგული ლიგა 1. მე ვაღმერთებ ინგლისურ ფეხბურთს, ჩემთვის ის ნომერ პირველია!. ვიმედოვნებ კიდევ დიდხანს ვიქნები აქ. ინგლისური ატმოსფეროც შესამჩნევად განსხვავდება ფრანგულისგან. ინგლისელები ცხოვრობენ და სუნთქავენ ფეხბურთით. მე ეს ძალიან მომწონს და ვფიქრობ, რომ ყველა ფეხბურთელს სურს ითამაშოს პრემიერ ლიგაში.
“საფრანგეთში მარტივია გამოიცნო ვინ მოიგებს შემდეგ მატჩს, ინგლისსში კი ეს პრაქტიკულად შეუძლებელია.”
“აქ მე შევიგრძენი ჩემი ფიზიკური ძალა, რომელზეც “მონაკოში” წარმოდგენაც არ მქონდა, რადგან მოედანზე არ მიწევდა სტაბილურად ყოფნა. ვფიქრობ მწვრთნელი მენდობა და სჯერა ჩემი, მეც ჩემის მხრივ ვცდილობ ვაკონტროლო საკუთარი თავი და დიეტა ყოველი მატჩის წინ.”
“სულ რაღაც რამდენიმე თამაში დაგვრჩა და თუ ყველას მოვიგებთ აუცილებლად მოვხვდებით პრემიერ ლიგის ტოპ-4 გუნდში. ამჯერად მხოლოდ საკუთარ თავზე ვართ დამოკიდებული და იმედია ყველაფერი კარგად დამთავრდება, რა თქმა უნდა ჩვენთვის!”
Sky sports – ინტერვიუ ენაწყლიან ენტონისთან.