ლაუდრუპმა სერხიო რამოსი მკაცრად გააკრიტიკა: “4 ყვითელი ბარათი უნდა მიეღო”
როგორც იცით, ახლახან დასრულდა მადრიდის “რეალისა” და “ბარსელონას” დაპირისპირება, რომელშიც გამარჯვებული მადრიდის “რეალი” გამოვიდა. აღნიშნულ მატჩთან დაკავშირებით კომენტარი მიკაელ ლაუდრუპმა გააკეთა, რომელსაც ორივე კლუბის მაისურით აქვს ნათამაშები.
“დღეს მატ გამარჯვება დაიმსახურეს. მეორე ნახევარში ისინი უკეთესები იყვნენ. მიუხედავად იმისა, რომ 1-0-ს აგებდნენ, მათ მაინც მოახერხეს წამოდგომა და გათანაბრება. რის შემდეგაც რამოსის სულელური ყვითელი ბარათის შედეგად 10 კაცით დარჩნენ. გულწრფელად ვამბობ, რომ მათ ეს დაიმსახურეს. ამის გარდა მათ ორი-სამი კარგი შანსი კიდევ ჰქონდათ.
რამოსმა ეს 20 წლის ასაკშიც გააკეთა. მაშინ ამაზე თვალის დახუჭვა შეიძლებოდა, იტყოდი – გამოუცდელიაო. ახლა კი 30 წლისაა და ისევ იგივეს აკეთებს. მისთვის 4 ყვითელი ბარათის მიღება შეიძლებოდა!
მატჩის დაწყებიდან 17 წუთის შემდეგ ის გასახდელში უნდა ყოფილიყო. არადა ის ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი და ერთ-ერთი საუკეთესო მცველია მსოფლიოში. ამას არაფერი ეშველება.”