“მანჩესტერმა” “ოლდ ტრაფორდზე” მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
დღეს, ინგლისის პრემიერ ლიგის ეგიდით “ოლდ ტრაფორდზე” ძალზედ საინტერესო მატჩი გაიმართა, რომელშიც ერთმანეთს ადგილობრივი “მანჩესტერ იუნაიტედი” და მერსესაიდული “ევერტონი” დაუპირისპირდა.
მატჩი ანტონი მარსიალმა გადაწყვიტა, რომლის მიერ 54-ე წუთზე გატანილი გოლის წყალობით (რომელიც “მანჩესტერის” მიერ “ოლდ ტრაფორდზე” გატანილი მე-1000-ე გოლია) გუნდმა 3 ქულის მოპოვება შესძლო.
შედეგად, “წითელმა ეშმაკებმა” მეხუთე ადგილზე გადაინაცვლეს, ისინი სულ რაღაც ერთი ქულით ჩამორჩებიან თანაქალაქელებს. “ევერტონი” კი კვლავ მე-12 პოზიციაზე იმყოფება.
მანჩესტერ იუნაიტედი: დე ხეა, როხო (ფოსუ-მენსა 46′), ბლინდი (ვალენსია 82′), სმოლინგი, დარმიანი, შნეიდერლინი, კერიკი (ერერა 58′), მარსიალი, მატა, ლინგარდი, რეშფორდი.
ევერტონი: რობლესი, ბეინსი, იაგიელკა, სტოუნზი, კოულმენი, კლევერლი, მაკკარტი, ლენონი, ბარკლი (ნიასე 87′), დეულოფეუ (მირალასი 63′), ლუკაკუ.
გოლი: მარსიალი 54′