ღვინიაშვილის ოქროს გრან პრი
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა სამსუნის გრან პრი ოქროს ვერცხლისა და ბრინჯაოს თითო მედლით ჩაამთავრა. ირაკლი უზნაძის გაწვრთნილმა გუნდმა სამივე მედალი დღეს მოიპოვა. პოდიუმის უმაღლეს საფეხურზე 100 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე ბექა ღვინიაშვილი ავიდა. მძიმეწონოსნებმა ლევან მატიაშვილმა და ადამ ოქრუაშვილმა კი მეორე და მესამე ადგილები დაიკავეს.
გადამწყვეტ ბრძოლაში კი, ბრაზილიელ რაფაელ ბუზაკარინისთან სრული საჭიდაო დრო – 5 წუთი გამოიყენა და მეტოქეს იუკოს უპირატესობით აჯობა.
100 კილოგრამში გრან პრის პირველი ოქროს მოგებით ბექა ღვინიაშვილმა 300 სარეიტინგო ქულა გამოიმუშავა და ფაქტობრივად გაინაღდა რიო დე ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების ლიცენზია.
ლევან მატიაშვილმა დილის პროგრამა წაუგებლად ჩაამთავრა – თურქი ფეიაზ იაზიჩის, ბრაზილიელი რაფაელ სილვასა და ყირგიზი იური კრაკოვეცკის იპონ ძლევით ფინალში გავიდა, სადაც თანამედროვე ძიუდოს სუპერვარსკვლავს – მსოფლიოს 8-გზის, ევროპის 4-გზის და ოლიმპიურ ჩემპიონ ტედი რინერს დაუპირისპირდა.
გრან პრი სამსუნი 1-3 აპრილი
მამაკაცები
60 კგ
1 ბექირ ოზლუ (თურქეთი)
2 აჰმეტ შაჰინ კაბა (თურქთი)
3 ილგარ მუშკიევი (აზერბაიჯანი)
3 დიორბეკ უროზბოევი (უზბეკეთი)
66 კგ
1 ლიმვან კიმი (სამხრეთ კორეა)
2 ალტანსუხ დოვდონი (მონღოლეთი)
3 ფერდინანდ კარაპეტიანი (სომხეთი)
3 გევორგ ხაჩატრიანი (უკრაინა)
73 კგ
1 დამიან სზავარნოვიეცკი (პოლონეთი)
2 ჩოლ გვანგ კიმი (ჩრდილოეთ კორეა)
3 ნუნო სარაივა (პორტუგალია)
3 ჰასან ვანლიოღლუ (თურქეთი)
81 კგ
1 ივაილო ივანოვი (ბულგარეთი)
2 კი-ჩუნ ვანგი (სამხრეთ კორეა)
3 ჟოაკიმ ბოტიო (ბელგია)
3 სერგიუ ტომა (არაბ გაერთ საემირ)
7 გიორგი პაპუნაშვილი (საქართველო)
90 კგ
1 ხუსენ ხალმურზაევი (რუსეთი)
2 მამადალი მეჰდიევი (აზერბაიჯანი)
3 ტიაგო კამილო (ბრაზილია)
3 დილშოდ ჩორიევი (უზბეკეთი)
100 კგ
1 ბექა ღვინიაშვილი (საქართველო)
2 რაფაელ ბუზაკარინი (ბრაზილია)
3 მიკლოშ ცირიენიჩი (უნგრეთი)
3 ცოგტგერელ ხუთაგი (მონღოლეთი)
+100 კგ
1 ტედი რინერი (საფრანგეთი)
2 ლევან მატიაშვილი (საქართველო)
3 ადამ ოქრუაშვილი (საქართველო)
3 რაფაელ სილვა (ბრაზილია)
ქალები
48 კგ
1 ოტგონცეცეგ გალბადრახი (ყაზახეთი)
2 დილარა ლოკმანჰეკიმი (თურქეთი)
3 სარა მენეზეში (ბრაზილია)
3 ლაეტიტია პაიე (საფრანგეთი)
52 კგ
1 გულბადამ ბაბამურატოვა (თურქმენეთი)
2 ლაურა გომესი (ესპანეთი)
3 გილი კოენი (ისრაელი)
3 დისტრია კრასნიქი (კოსოვო)
57 კგ
1 ჰელენ რესევო (საფრანგეთი)
2 ოტომნ პავია (საფრანგეთი)
3 მირიამ როპერი (გერმანია)
3 ნეკოდა სმით დევისი (ბრიტანეთი)
63 კგ
1 მარგო პინო (საფრანგეთი)
2 მარიანა სილვა (ბრაზილია)
3 კატრინ უნტერვურზახერი (ავსტრია)
3 იუნქსია იანგი (ჩინეთი)
70 კგ
1 მარი ევ გაიე (საფრანგეთი)
2 ფანი ესტელ პოსვიტი (საფრანგეთი)
3 მარია პერესი (პუერტო რიკო)
3 ელვისმარ როდრიგესი (ვენესუელა)
78 კგ
1 მადელეინ მალონგა (საფრანგეთი)
2 ოდრი ჩომეო (საფრანგეთი)
3 კიონგ სოლი (ჩრდილოეთ კორეა)
3 მარტა ტორტ მერინო (ესპანეთი)
+78 კგ
1 ჯიუნ კიმი (სამხრეთ კორეა)
2 მელისა მოჟიკა (პუერტო რიკო)
3 სვეტლანა იარომკა (უკრაინა)
3 ჟასმინ კუელბსი (გერმანია)
სამინისტროს პრესსამსახური