„რეინჯერსი“ შოტლანდიის პრემიერლიგაში დაბრუნდა
გლაზგოს „რეინჯერსმა“ შოტლანდიის რანგით მეორე ლიგის 33 ტურის შემდეგ 80 ქულა დააგროვა, რითიც შოტლანდიის პრემიერლიგის საგზური გაინაღდა.
ქვეყნის ყველაზე ტიტულოვანი კლუბი უმაღლეს დივიზიონში 2011/12 წლების სეზონის შემდეგ პირველად ითამაშებს. იმ სეზონის შემდეგ შოტლანდიის ფეხბურთის ასოციაციამ „რეინჯერსი“ ფინანსური პრობლემების გამო გარიცხა და ქვეყნის ყველაზე დაბალ პროფესიონალურ ლიგაში გადაიყვანა.
2014/15 წლების სეზონის ბოლოს „რეინჯერსმა“ პრემიერლიგის საგზურისთვის პლეიოფში „მაზერველთან“ წააგო.