ხესე: “ჩვენც ადამიანები ვართ”
უეფას ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალურ ეტაპზე “ვოლფსბურგსა” და მადრიდის “რეალს” შორის გამართული პირველი შეხვედრა გერმანელთა გამარჯვებით, ანგარიშით 2:0 დასრულდა. მატჩის შემდეგ “სამეფო კლუბის” თავდამსხმელმა ხესე როდრიგესმა იმედი გამოთქვა, რომ მისი გუნდი საპასუხო შეხვედრაში სიტუაციის გამოსწორებას შეძლებს.
“განმეორებით მატჩში ჩვენი ქომაგების დახმარებით ვითარების გამოსწორება შეგვიძლია. თითოეულ ფეხბურთელს უკეთ შეუძლია თამაში.
ჩვენი შეცდომები უნდა გავაანალიზოთ და თამაში გამოვასწოროთ. ჩვენც ადამიანები ვართ, ხან გავიმარჯვებთ, ხან დავმარცხდებით. “სანტიაგო ბერნაბეუზე” გასამართ საპასუხო მატჩში მთელ სულსა და გულს ჩავდებთ. ამას გავაკეთებთ ჩვენი ფანებისთვის და საკუთარი თავებისთვის.
რაც შეეხება გარეტ ბეილის მომენტს, მე ვთვლი, რომ მსაჯს პენალტი უნდა დაენიშნა”, – ციტირებს ხესეს სიტყვებს “ასი”.
შეგახსენებთ, რომ წყვილის განმეორებითი მატჩი “სანტიაგო ბერნაბეუზე” 12 აპრილს გაიმართება.