დელ ბოსკე: „იმედია, „რეალი“ ნახევარფინალში გავა“
ესპანეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელის ვისენტე დელ ბოსკე იმედოვნებს, რომ „ვოლფსბურგთან“ ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალის პირველ მატჩში ანგარიშით 0:2 მარცხის მიუხედავად, მადრიდის „რეალი“ შემდგომ ეტაპზე გასვლას შეძლებს.
„ვფიქრობ, პირველი მატჩის შედეგმა არამხოლოდ მე გამაკვირვა. „რეალმა“ მატჩი კარგად დაიწყო, ისეთი შთაბეჭდილება იყო, რომ გუნდს ყველაფერი კონტროლის ქვეშ ჰქონდა, მაგრამ გერმენელებმა პენალტი გამოიყენეს და ყველაფერი შეცვალეს. ვფიქრობ, „რეალის“ „ბერნაბეუზე“ რევანშს აიღებს. „ბლანკოსს“ გმირობის ჩადება მოუწევს, რათა შემდეგ ეტაპზე გავიდეს. იმედია, ასეც მოხდება“, – აღნიშნა დელ ბოსკემ.