ლუის ენრიკე პირადად არის დაინტერესებული კევინ გამეიროს გადაბირებით
კატალონიური კლუბის ხელმძღვანელები 20 მილიონი ფუნტისა და ალენ ჰალილოვიჩის შეთავაზებას აპირებენ “სევილიასთვის”, რათა კლუბმა კევინ გამეიროს “ბლაუგრანას” რიგებში თამაშის უფლება მისცეს. ამ ინფორმაციას კატალონიური გამოცემა, Mundo Deportivo ავრცელებს.
როგორც იცით, ლეო მესი, ლუის სუარესი და ნეიმარი ძირითადის ხელშეუხებელი წევრები არიან, თუმცა ლუის ენრიკეს სჯერა, რომ გამეირო კლუბში საჭირო ფიგურაა. რასაც ის ფაქტი აფიქრებინებს, რომ “პარის სენ-ჟერმენის” ყოფილმა თავდამსხმელმა წლევანდელ სეზონში 15 გოლის გატანა შესძლო.
რაც შეეხება ჰალილოვიჩს, მისი გადაბირებით რამდენიმე ევროპული კლუბი ინტერესდება, თუმცა ახალგაზრდა ფეხბურთელმა მისი თანამემამულისგან, ივან რაკიტიჩისგან მიიღო რჩევა, რომ “სევილია” მისთვის საუკეთესო ვარიანტი იქნებოდა. გაითვალისწინებს თუ არ ახალგაზრდა ჰალილოვიჩი გამოცდილი რაკიტიჩის რჩევას? ამას მხოლოდ დრო გვიჩვენებს.