„მანჩესტერ სიტი“ ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალშია
ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალური ეტაპის განმეორებით მატჩში „მანჩესტერ სიტიმ“ პსჟ საკუთარ მოედანზე ანგარიშით 1:0 დაამარცხა. პარიზში პირველი შეხვედრა, ფრედ, 2:2 დასრულდა, რაც მანჩესტერელებს უპირატესობას აძლევდა.
პირველ ტაიმში პსჟ-ის საგოლე მომენტებს შორის ზლატან იბრაჰიმოვიჩის მიერ შესრულებული საჯარიმო დარტყმის გახსენება შეიძლება, რომელიც ჯო ჰარტმა კუთხურზე მოიგერია. ცოტა ხანში აგუერომ პარიზელთა კარს ორჯერ დაუმიზნა. 29-ე წუთზე არგენტინელის წინააღმდეგ თამაშის წესის დარღვევის გამო სტუმართა მეკარე კევინ ტრაპმა ყვითელი ბარათი მიიღო, თუმცა თერთმეტრიან ნიშნულთან მისულმა აგუერომ ბურთი მეტოქის კარს ააცილა.
პირველი ტაიმის ბოლოს ლორან ბლანს პირველი ცვლილების გამოყენება მოუწია, როდესაც ტიაგო მოტამ ტრავმის გამო თამაშის გაგრძელება ვერ შეძლო.
76-ე წუთზე კევინ დე ბრუინემ მეტოქის საჯარიმოს გარეთ ბურთ მიიღო და ზუსტადაც დაარტყა – 1:0. ორ წუთში სერხიო აგუეროს დარტყმა არაზუსტი გამოდგა.
მე-80 წუთზე მეტოქის საჯარიმოში შესულ კავანის ანგარიშს გათანაბრება შეეძლო, თუმცა ჰარტთან პირისპირ გასულმა „სიტის“ მეკარეს ვერ აჯობა. რამდენიმე წუთში მაქსველის პასის შემდეგ ზლატან იბრაჰიმოვიჩმა გოლი გაიტანა, თუმცა გვერდითა არბიტრმა თამაშგარე მდგომარეობა დააფიქირა.
„მანჩესტერ სიტი“ – პსჟ 1:0 (3:2 ორი მატჩის ჯამში)
„მანჩესტერ სიტი“: ჰარტი, სანია, მანგალა, კლიში, ოტამენდი, ფერნანდო, ხესუს ნავასი, დე ბრუინე, დავიდ სილვა, ფერნანდინიო, აგუერო
პსჟ: ტრაპი, ტიაგო სილვა, მარკინიოსი, ორიე (პასტორე 61′), მოტა (ლუკას მოურა 44′), მაქსველი, ვან დერ ვილი, რაბიო, კავანი, იბრაჰიმოვიჩი, დი მარია
გაფრთხილებები: ფერნანდინიო 72′ – ტრაპი 29′, პასტორე 67′, ვან დერ ვილი 68′