რონალდუ: “ნახევარფინალში “ბენფიკასთან” შეხვედრა მსურს”
მადრიდის “რეალის” სუპერვარსკვლავი, კრიშტიანო რონალდუ აცხადებს, რომ მას ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში “ბენფიკასთან” შეხვედრა სურს.
მოგეხსენებათ, გუშინ “სამეფო კლუბმა” “ვოლფსბურგი” დაამარცხა და მომდევნო ეტაპის საგზური მოიპოვა. ნახევარფინალში ითამაშებს “მანჩესტერ სიტიც”, დღეს კი კიდევ ორი მატჩი გაიმართება (“ბენფიკა”-“ბაიერნი” და “ატლეტიკო”-“ბარსელონა”.
“ბენფიკასთან” პორტუგალიაში შეხვედრას ვისურვებდი. რაც შეეხება ზიდანს, როგორც ფეხბურთელი, ის ძალიან მომწონდა და ახლაც, როგორც მწვრთნელი, ის ძალიან მომწონს”, – ციტირებს პორტუგალიელის სიტყვებს Goal.Com.