ქართველი მსაჯები ევროპაში
23 მარტს, მალტაში, 21 წლამდე ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი შეხვედრა მალტისა და ჩერნოგორიის ახალგაზრდულ ნაკრებებს შორის ქართველმა მსაჯებმა იმსაჯეს. ქართველ მსაჯთა ბრიგადამ გიორგი ყრუაშვილის მეთაურობით (ასისტენტები დავით ჩიგოგიძე, ბესიკ ჭიჭინაძე, სათადარიგო არბიტრი – ლაშა სილაგავა), სლოვაკი დამკვირვებელისგან 8.4 ქულა მიიღო, რაც საკმაოდ მაღალი შეფასებაა.
ქართველმა მსაჯებმა იმსაჯეს სომხეთში გამართული საერთაშორისო ამხანაგური მატჩიც. არბიტრმა გიორგი ვადაჭკორიამ, ასისტენტებმა ზაზა მენთეშაშვილმა და ზაზა ფიფიამ სომხეთისა და ბელარუსიის ეროვნული ნაკრებების დაპირისპირება განსაჯეს.
ქართულმა სამსაჯო კორპუსმა თბილისში გამართულ 17 წლამდე ევროპის ჩემპიონატის ელიტ რაუნდშიც მაღალი შეფასება დაიმსახურა. ასისტენტმა გიორგი ელიკაშვილმა და სათადარიგო არბიტრმა გიორგი ვადაჭკორიამ დამკვირვებლებისგან სამივე თამაშში 8.4 ქულა მიიღეს. აღსანიშნავია, რომ 17 წლამდე ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე, რომელიც აზერბაიჯანში გაიმართება, საქართველოდან ფიფას ასისტენტი ლევან ვარამიშვილია მიწვეულია, რაც დიდი წარმატებაა.
სფფ-ის პრესსამსახური