კამინერო: “ატლეტიკო” ლა ლიგის მოგებას იმსახურებს”
მადრიდის “ატლეტიკოს” სპორტული დირექტორი, ხოსე ლუის კამენირო თვლის, რომ “ვისენტე კალდერონის” ბინადრები წლევანდელ სეზონში საკმარისად კარგად გამოიყურებოდნენ, რომ ესპანეთის ტიტული დაემსახურებინათ.
“წინ კიდევ 4 მატჩია დარჩენილი და ჩვენ, ყველამ კარგად ვიცით, რომ ოთხივე უნდა მოვიგოთ. შემდეგ კი ყველაფერი “ბარსელონაზე” იქნება დამოკიდებული.
ჩვენ ჩვენი საქმე უნდა გავაკეთოთ და ვიმედოვნოთ, რომ ეს ლიგის მოგებისთვის საკმარისი იქნება. საკმაოდ გრძელი სეზონი გამოდგა. ლა ლიგის მოგება ნამდვილად დავიმსახურეთ ასეთი გრძელი სეზონის გამო.”
ჩემპიონთა ლიგაზე საუბრისას მან განაცხადა: “ჩვენ ძალიან ამბიციურები ვართ და გვინდა ყველა იმ ტურნირის მოგება, რომელშიც ვმონაწილეობთ.
ნახევარფინალში გასულ თითოეულ გუნდს შეუძლია იმდენის გაკეთება, რომ ფინალურ ეტაპზე გავიდეს. ჩვენ კარგად ვიცით, როგორ ელოდება “ბაიერნი” ამ მატჩებს. მაგრამ ვეცდებით, რომ ყველაფერი ჩვენებურად გავაკეთოთ.”