ხინკალი თუ პელმენი? ლორიამ გულშემატკივართა კითხვებს უპასუხა (ვიდეო)
საქართველოს ნაკრების მეკარემ გიორგი ლორიამ „კრილია სოვეტოვის“ გულშემატკივართა კითხვებს უპასუხა.
– რომელი სჯობს, ხინკალი თუ პელმენი ?
– პირდაპირ გეტყვით, ხინკალი, თუმცა პელმენიც გემრიელია. ხასიათზეა დამოკიდებული.
– ნამდვილი ქართველი ყოველთვის კარგად მღერის და გემრიელ მწვადს აკეთებს. შენ რა გეხერხება?
– საერთოდ არ ვმღერი. მწვადი კი მაშინ გამომდის, თუ გონებას მოვიკრებ, ისე კი, მაპატიეთ…
– სიმართლეა, რომ „ჩელსის“ თქვენი ყიდვა უნდოდა?
– დიახ
– „კრილიას“ გარდა რომელი კლუბების წინადადებები გქონდა?
– მაგალითად, „დეპორტივოს“, ასევე „ნოტინგემ ფორესტის“, „ვიტესის“, „კარპატის“, მოსკოვის „დინამოსა“ და „სტოკ სიტის“. კიდევ რამდენიმე წინადადება მქონდა, თუმცა ყველას ახლა ვერ ვიხსენებ
– ითამაშებდი თავდასხმაში, თუ ყველა ფეხბურთელი ტრავმირებული იქნებოდა?
– იმედია მსგავსი რამ არ მოხდება, თუმცა ამ პოზიციაზე სიამოვნებით ვითამაშებდი. წინ თამაში ყოველთვის მომწონდა. საქართველოში მინიფეხბურთს დროსაც იქ ვმოქმედებდი
– ფეხბურთის გარდა დიდი ხნის განმავლობაში კიდევ რა თემაზე საუბარი შეგიძლია?
– კინოს შესახებ საუბარი ნამდვილად დიდი ხანი შემიძლია
– არსებობს თუ არა უალკოჰოლო ქართული ღვინო?
– კი, თანაც საკმაოდ გემრიელი. თუ არ ვცდები, „მაჭარი“ ჰქვია. შევამოწმებ და ზუსტად მერე გიპასუხებთ. ზუსტად ვიცი, რომ არსებობს, რადგან ის ძალიან მიყვარს
– სეზონის დასაწყისში წვერი რატომ გაიპარსე?
– მამაჩემს დაავადების გამო ქიმიის გაკეთება მოუწია, ამიტომ წვერიც გაიპარსა. ცხოვრებაში ის უწვეროდ არასდროს მინახავს, სიმბოლურად მეც გავიპარსე. ახლა მამა უკეთაა და წვერი ისევ ეზრდება. მე კი გაპარსვას აღარ ვაპირებ