ლიპარტელიანი: “მსაჯებზე ცუდის თქმა არ მინდა, მაგრამ ისინი ცოტათი არასამართლიანები იყვნენ”
ქართველი ძიუდოისტი, ვარლამ ლიპარტელიანი გუშინ, რუსეთის ქალაქ ყაზანში 90 კილოგრამ წონით კატეგორიაში ევროპის ჩემპიონატი გახდა. დაჯილდოების ცერემონიის დასრულების შემდეგ, 27 წლის სპორტსმენმა ევროპის ძიუდოს კავშირის ოფიციალურ არხს ინტერვიუ მისცა.
“ჩემთვის კარგი დღე გამოდგა, რადგან ევროპის ჩემპიონი მესამედ გავხდი. დასაწყისი შედარებით მძიმე იყო, მოწინაღმდეგეები კი კარგი ძიუდოისტები იყვნენ. გამარჯვება ნებისმიერ შეხვედრაში რთულია. ყველამ იცის, როგორ ვჭიდაობ და ყველა ცდილობს, რომ ბოლომდე დაიხარჯოს, ამიტომ სტარტი კარგი არ გამომივიდა.”
ლიპარტელიანმა, წინა დღეებში, სხვა ქართველი ძიუდოისტების შეხვედრების მიმდინარეობისას, მსაჯების გადაწყვეტილებებზეც გააკეთა კომენტარი.
“მსაჯებზე ცუდის თქმა არ მინდა, მაგრამ ჩემი აზრით, ისინი ცოტათი არასამართლიანები იყვნენ. მათზე საუბარი ჩემი საქმე არ არის, ჩემი საქმე ძიუდო, კარგად ჭიდაობა და ტიტულების მოგებაა”, – განაცხადა ლიპარტელიანმა.