ზიდანი: „ახლა სეზონში ჩვენთვის საუკეთესო ფორმაში ვართ“
მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა „მანჩესტერ სიტისთან“ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის პირველ მოახლოებულ მატჩზე ისაუბრა.
„ახლა მიმდინარე სეზონში ჩვენთვის საუკეთესო ფორმაში ვართ. ყველაფერი კარგადაა, კმაყოფილი და კონცენტრირებული ვარ. ასეთი ტურნირის ნახევარფინალში გასვლა ყოველთვის სასიამოვნოა. ყველა მხვრივ მზად უნდა ვიყოთ, თუმცა რეალობა მოლოდინისგან განსხვავდება. 150 პროცენტით გარჯა მნიშვნელოვანია. არ ვიცი, პირველ მატჩში ფრე კარგი შედეგი იქნება თუ არა. გოლის გაშვება არ შეიძლება.
„ვოლფსბურგთან“ ისტორიის განმეორება არ გვსურს. გვესმიუს, რომ წნეხის ქვეშ ვიქნებით, რადგან თავის კარგად დაცვა გვმართევს. „სიტი“ ჩინებული გუნდია, რომელიც თავისუფალი სივრცის მიცემისთვის დაგსჯის. გარანტიას ვიძლევით, თავისუფალ სივრცეს არ დავტოვებთ. წინ ნამდვილი შოუ გველის.
ტურნირის მოგების შანსი არსებობს. 2014 წელს გასახდელში მსგავსი ატმოსფერო იყო. ყველაფრისთვის მზად ვართ“, – ციტირებს ზიდანს „Le Quipe“.