18-წლამდელთა ფრე ვაისის თანდასწრებით
საქართველოს 18-წლამდე ნაკრებმა სლოვაკეთის თასის მესამე მატჩში უკრაინის ნაკრებთან 0:0 ითამაშა. შეხვედრამ გიორგი ყიფიანის გუნდის უპირატესობით ჩაიარა, თუმცა გოლის გატანა ვერც ქართველებმა მოახერხეს და არც მეტოქეს მისცეს რეალური შანსი.
მატჩს საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვლადიმირ ვაისი თავის თანაშემწესთან ერთად დაესწრო. გიორგი ყიფიანმა უკრაინასთან ასეთი შემადგენლობა დააყენა:
ისიანი, ლოჩოშვილი, კობოური (ბულუხაძე 80), ფოჩხუა, ბუღრიძე, ქავთარაძე (ჩაკვეტაძე 58), ხუბაშვილი, ლაკვეხელიანი, მალი (მოლაშვილი 80), ქოჩორაშვილი (კუცია 65), ჩოგაძე (საღრიშვილი 65).
სათადარიგოები: ჩოჩიშვილი, ბურჯანაძე, მეგრელაძე, ჭურაძე.
ტურნირის დანარჩენი მატჩები ასე დასრულდა: მაკედონია – ჩეხეთი 1:2; ნორვეგია – რუსეთი 0:2; აშშ – სლოვაკეთი 1:3. 29 აპრილს საქართველოს 18-წლამდე ნაკრები ტურნირის ბოლო შეხვედრას ნორვეგიასთან ჩაატარებს, მეორე დღეს კი სამშობლოში დაბრუნდება.
სფფ-ის პრესსამსახური