„ვერდერის“ კაპიტანმა ფრიტცმა კარიერის დასრულება გადაიფიქრა
„ვერდერის“ კაპიტანმა კლემენს ფრიტცმა, რომელმაც აქამდე ზაფხულში კარიერის დასრულების შესახებ განაცხადა, გადაწყვეტილება შეცვალა, იუწყება ბრემენული კლუბის ოფიციალური ვებსაიტი. 35 წლის მოთამაშემ, კონტრაქტის ვადის ამოწურვამდე დარჩენა გადაწყვიტა (ბრემენელებთან ხელშეკრულება მას შემდეგი სეზონის ბოლომდე აკავშირებს).
ფრიტცი „ვერდერის“ ღირსებას 2006 წლიდან იცავს. გუნდთან ერთად მან გერმანიის თასი და სუპერთასი მოიგო, ასევე უეფა-ს თასის ფინალამდეც მისულა.
ჯამში თავისი გუნდის შემადგენლობაში მან 263 მატჩი ჩაატარა.