4 წითელი ბარათი და „დინამოს“ მარცხი „სამტრედიასთან“
„სამტრედიასა“ და „დინამოს“ შორის უმაღლესი ლიგის 32-ე ტურის მატჩში, რომელიც სამტრედიელებმა ანაგრიშით 2:1 მოიგეს, მთავარმა მსაჯმა არსენ ნონიკაშვილმა ორივე გუნდს ჯამში 4 წითელი ბარათი უჩვენა.
79-ე წუთზე მსაჯთან კამათისთვის პირდაპირი წითელი ბარათი „დინამოს“ თავდამსხმელმა ნიკოლოზ გელაშვილმა მიიღო. 88-ე წუთზე „დინამოელები“ მოედანზე 9 კაცით დარჩნენ, როდესაც ბექა მიქელთაძეს მსაჯმა მეორე ყვითელი ბარათი უჩვენა. კომპენსირებულ დროში ფეხბურთელებს შორის მომხდარი შელაპარაკების გამო კი პირდაპირ წითელი ბარათი „დინამოს“ მხრიდან კაკაბაძემ, ხოლო „სამტრედიას“ რიგებიდან ახალაძემ მიიღო.
მატჩში ანგარიში მე-18 წუთზე გივი იოსელიანმა გახსნა. 11 წუთში წონასწორობა ვახტანგ ჭანტურიშვილმა აღადგინა. მეორე ტაიმის მე-11 წუთზე მასპინძლები კვლავ დაწინაურდნენ, როდესაც „დინამოს“ კარი დავით ჯიქიამ დაამწუხრა.
უკვე გაჩემპიონებული „დინამოსთვის“ სატურნირო ცხრილში ამ შეხვედრას განსაკუთრებული დატვირთვა არ ჰქონია. მეორე ადგილზე მყოფმა „სამტრედიამ“ კი ამ მოგებით 57 ქულა დააგროვა და მესამეზე მყოფ „დილას“ ამჟამად 4 ქულით უსწრებს, თუმცა გორელებს „ლოკომოტივთან“ 20:00 საათზე მატჩი ელით.
„სამტრედია“ – „დინამო“ 2:1
გოლები: იოსელიანი 18′, ჯიქია 56′ – ჭანტურიშვილი 29′
გაფრთხილება: მიქელთაძე 74′, 80′
გაძევება: ახალაძე 90+’ – გელაშვილი 79′, მიქელთაძე 88′, კაკაბაძ 90+’
სხვა მატჩების შედეგები:
„სიონი“ – „ცხინვალი“ 1:3
„გურია“ – „ჩიხურა“ 1:3
„მერანი“ – „კოლხეთი“ 1:1
„საპოვნელა“ – „დინამო ბთ.“ 2:1
„შუქურა“ – „ტორპედო“ 2:3
„ზუგდიდი“ – „საბურთალო“ 0:1