პიერ-ემერიკ ობამეიანგმა დორტმუნდის “ბორუსიაში” რეკორდი დაამყარა
30 აპრილს, გერმანიის ბუნდესლიგაში, დორტმუნდის “ბორუსიამ” საკუთარ მოედანზე “ვოლფსბურგი” მიიღო და მეტოქე ანგარიშით 5:1 დაამარცხა.
შეხვედრაში ჰეთ-თრიქი გაიფორმა დორტმუნდელთა თავდამსხმელმა, პიერ-ემერიკ ობამეიანგმა. გაბონელმა ფეხბურთელმა გერმანიის ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში 25-ე გოლი გაიტანა. აღსანიშნავია, რომ “ბორუსიას” ისტორიაში, ერთ სეზონში გერმანიის ჩემპიონატში 25 გოლი აქამდე არავის ჰქონდა გატანილი.