“ინტერმა” ჩემპიონთა ლიგაზე მოხვედრის თეორიული შანსიც დაკარგა (ვიდეო)
იტალიის სერია А-ს 36-ე ტურში რომის “ლაციომ” შინ მილანის “ინტერი” ანგარიშით 2:0 დაამარცხა.
გათამაშების დასრულებამდე ორი ტურით ადრე “ინტერი” მესამეადგილოსან “რომას” შვიდი ქულით ჩამორჩება. ამრიგად, მილანელებმა ჩემპიონთა ლიგაზე მოხვედრის თეორიული შანსიც დაკარგეს.
მთავარ ევროპულ საკლუბო ტურნირზე იტალიას მომავალს სეზონში ტურინის “იუვენტუსი”, “ნაპოლი” და “რომა” წარადგენს.
იტალიის სერია A
36-ე ტური
“ლაციო” — “ინტერი” 2:0 (1:0)
გოლები: კლოზე 8′, კანდრევა 84′ (პენ).
გაფრთხილებები: ჯენტილეტი 12′, კეიტა 52′, კლოზე 64′, კანდრევა 85′ — მურილიო 81′.
გაძევება: მურილიო 83′.