“მანჩესტერ იუნაიტედი” ობამეიანგის სანაცვლოდ 70 მილიონ ფუნტს ჩამოდის
“მანჩესტერ იუნაიტედის” ხელმძღვანელები კიდევ უფრო უახლოვდებიან პიერ-ემერიკ ობამეიანგის ტრანსფერს, რომელიც მიმდინარე სეზონში “ბორუსიას” ლიდერად მოგვევლინა.
მანჩესტერელებმა მოლაპარაკებები სატრანსფერო ფანჯრის გახსნამდე დაიწყეს და უკვე შესთავაზეს გერმანულ მხარეს 70 მილიონი ფუნტი. ინგლისელებს უნდათ, რომ ტრანსფერი მანამ განახორციელონ, სანამ საქმეში მადრიდელები ჩაერთვებიან.
როგორც იცით, ამ დროისთვის მადრიდის “რეალის” მთავარი სამიზნე რობერტ ლევანდოვსკია, თუმცა მოლაპარაკებები არც ისე წარმატებულად მიმდინარეობს, ამიტომ არსებობს შანსი იმისა, რომ პერესი ობამეიანგზე გადაერთოს, რომელმაც წლევანდელ სეზონში 36 გოლის გატანა მოახერხა (42 მატჩში).