ფიფას მაისის თვის რეიტინგი გამოქვეყნდა
დღეს ფიფას მაისის თვის რეიტინგი გამოქვეყნდა. საქართველოს კვლავაც 123-ე ადგილი უკავია.
რეიტინგის ზედა ათეულში სიტუაცია უცვლელია. პირველ ადგილზე არგენტინაა, მეორე პოზიცია ბელგიას უკავია, მესამეზე კი ჩილეა გამწესებული.
2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ჩვენი მეტოქეების პოზიციებს რაც შეეხება, ავსტრია მე-11 ადგილზეა, უელსი 24-ე, ირლანდია 31-ე, სერბეთი 56-ე, ხოლო მოლდოვას 156-ე პოზიცია უკავია.
რეიტინგის ზედა ოცეული ასე გამოიყურება:
1. არგენტინა — 1532
2. ბელგია — 1364
3. ჩილე — 1353
4. კოლუმბია — 1337
5. გერმანია — 1309
6. ესპანეთი — 1277
7. ბრაზილია — 1261
8. პორტუგალია — 1184
9. ურუგვაი — 1158
10. ინგლისი — 1069
11. ავსტრია — 1067
12. ეკვადორი — 1019
13. თურქეთი — 983
14. შვეიცარია — 974
15. იტალია — 959
16. მექსიკა — 938
17. ჰოლანდია — 931
18. უნგრეთი — 925
19. რუმინეთი — 920
20. ბოსნია/ჰერცეგოვინა — 913
…
119. ტაილანდი — 297
120. ნიგერი — 296
121. ანგოლა — 291
122. ბურუნდი — 290
123. საქართველო — 289
123. ეთიოპია — 289
125. კუბა — 285