უეფა ჩემპიონთა ლიგის ფინალის ბილეთების 55%-ს თავისთვის იტოვებს
უეფას წარმომადგენელი სამშაბათს, მილანში ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასული გუნდების წარმომადგენლებს შეხვდა. მადრიდის “რეალის” ინტერესებს ემილიო ბუტრაგენიო იცავდა, “ატლეტიკოს” – კლიმენტ ვილავერდე.
აღნიშნულ შეხვედრაზე უეფამ მადრიდული გრანდების შეფებს თავისი გეგმების შესახებ ამცნო, რომლის თანახმადაც ისინი ბილეთების ნახევარზე მეტის, 55%-ის თავისთვის დატოვებას აპირებენ. მსგავსი რამ აქამდე არასდროს მომხდარა.
ბუნებრივია, რომ ორივე კლუბმა გამოხატა უკმაყოფილება, რაც იმით არის განპირობებული, რომ მადრიდულ კლუბებს საკმაოდ ბევრი გულშემატკივარი ჰყავთ. 18,000 ბილეთი კი მათთვის საკმარისი ნამდვილად არ არის.
კლუბებმა ეს გადაწყვეტილება ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტთან, ანხელ მარია ვილართან გაასაჩივრეს, რომელიც უეფას წევრადაც ითვლება. მადრიდელები თითოეული გუნდისთვის 30, 000 ბილეთის გამოყოფას ითხოვენ.