კლოპი: “ლივერპულმა” ბრწყინვალედ ითამაშა”
“ლივერპულმა” ორი მატჩის ჯამში “ვილიარეალის” ბარიერის დაძლევა და ევროპის ლიგის ფინალში გასვლა მოახერხა. “წითლებმა” საპასუხო შეხვედრაში მეტოქე ანგარიშით 3:0 გაანადგურეს. მატჩის შესახებ “ენფილდროუდელთა” მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა ისაუბრა.
“მშვენიერი საღამოა, ჩემმა გუნდმა საოცარი თამაში აჩვენა. პირველი ნახევარი საათი ძალიან ემოციური იყო. პირველი ტაიმის ბოლო 15 წუთში ცოტა ავფორიაქდით.
ემოციურად თამაში შეხვედრის მეორე ნახევარშიც უნდა გაგვეგრძელებინა, თუმცა რაციონალურადაც უნდა გვემოქმედა. საქმე ბრწყინვალედ შევასრულეთ.
როდესაც “ლივერპული” ჩავიბარე, ყველა წარუმატებელ ტრანსფერებზე საუბრობდა. მე კი ვფიქრობდი, რომ აქ კარგი ფეხბურთელები არიან თავმოყრილნი და ამიტომაც ჩავიბარე გუნდი. აი, ჩვენ ფინალში ვართ, ბაზელში ვითამაშებთ, სეზონი გრძელდება”, – ციტირებს კლოპის სიტყვებს “ბიბისი”.