კომპანი ევროპის ჩემპიონატს გამოტოვებს
ბელგიის ნაკრების ცენტრალური მცველი ვენსან კომპანი 2016 წლის ევროპის ჩემპიონატს გამოტოვებს. ეს ინფორმაცია თავად ბელგიელმა ფეხბურთელმა სოციალური ქსელის მეშვეობით დაადასტურა.
“ევროპის ჩემპიონატს გამოვტოვებ. ჩემთვის ძალზედ სამწუხარო ამბავია. ახლა შესაძლოა, წუწუნი დამეწყო და მოვშვებულიყავი, თუმცა მე არ ვარ ასეთი. მე შრომისმოყვარე და მებრძოლი ვარ და თუ თქვენც ასეთი ხართ, იცოდეთ, რომ წარმატებას შესაძლოა, განსხვავებული ფორმებით მიაღწიოთ. ჩვენ გაჭირვების ჟამს ჩვენი თავის იმედს არ ვკარგავთ. ჩემს გზას გავაგრძელებ და საქმეს ისეთი დამაჯერებლობით გავაკეთებ, როგორც აქამდე არასდროს. მჯერა ჩემი მეგობრებისა და თანაგუნდელების: ევროპის ჩემპიონატზე მათი გამოსვლით ვიამაყებთ. ახლა უკვე ოფიციალურად, მე მათი ყველაზე დიდი ქომაგი ვარ და მათ ადგილზევე ვუგულშემატკივრებ. საავადმყოფოს საწოლიდან ვწერ. არასდროს დანებდეთ”, – ეს განცხადება კომპანიმ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.