NBA და კალათბურთის ეროვნული ფედერაცია „JR.NBA – GBF ლიგას“ იწყებენ
ნაციონალური საკალათბურთო ასოციაცია (NBA) და საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში იწყებენ ტურნირს სახელწოდებით “, „JR.NBA – GBF ლიგა“, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის საგანმანათებლო და კულტურული ურთიერთობების ბიუროს და საქართველოში აშშ-ს საელჩოს მიერ იქნება დაფინანსებული. ამასთანავე, NBA მოგვიანებით უხელმძღვანელებს კემპს ზაზა ფაჩულიასთან ერთად, რომელიც „დალას მავერიქსის“ ღირსებას იცავს. ტურნირი 2004-2005 წელს დაბადებულ ბავშვთა შორის გაიმართება როგორც ვაჟებით, ისე გოგონათა მიერ დაკომპლექტებულ გუნდებს შორის.
ამ თანამშრომლობის ფარგლებში ამერიკის საელჩოსთან ერთად, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი მხარს დაუჭერს Jr.NBA-ს ლიგის ჩამოყალიბებას, რომელიც სათავეს უდებს ახალ ინიცივატიას და თანამშრომლობას NBA-სა და აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტს შორის, რომელსაც უკვე 80-ზე მეტი სპორტის დესპანი ჰყავს და ახორციელებს ამ პროგრამას მსოფლიოს გარშემო 50 ქვეყანაში 2005 წლიდან მოყოლებული.
პირველი „JR.NBA – GBF ლიგა“, ჩატარდება 6 ქალაქში: ბათუმი, გორი ქუთაისი, თბილისი, თელავი და მოიცავს 30 საკალათბურთო სკოლას. „JR.NBA – GBF ლიგა“, თითოეული გუნდი ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის თითო გუნდს წარმოადგენს და ტურნირში მონაწილეობისთვის მიიღებს შესაბამისი კლუბის მაისურებს.
ჯუნიორ ნბა, გოგონათა და ვაჟთათვის კალათბურთის ლიგის გლობალური ახალგაზრდული პროგრამა მოიცავს ფუნდამენტალურ საფუძვლებს, ასევე თამაშის მთავარ ფასეულობებს, რომლებიც თავის მხრივ ეხმარება მომავალ კალათბურთელებს, ასევე მწვრთნელებსა და მშობლებს, გაიღრმავონ სათამაშო ცოდნა და გამოცდილება. მსოფლიოს 34 ქვეყნის მასშტაბით 2015-2016 წლების სეზონის ჯუნიორ ნბა-ში მონაწილეობას იღებს 6.5 მილიონი ბავშვი.
ნილ მეიერი (ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის და ევროპის კალათბურთის ოპერირების მთავარი დირექტორი): საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია საუკეთესო პარტნიორია და გვეხმარება ბევრი პერსპექტიული ბავშვის აღმოჩენაში, რომელიც იზიარებს იმ სიხარულს, რასაც კალათბურთის თამაში ანიჭებს. მათ ვთავაზობთ პროგრამას, რომელიც ხელს უწყობს ჯანმრთელი ცხოვრების წესის დამკვიდრებას და ბავშვებს შესაძლებლობას აძლევს, შეითვისონ მეტი სპორტის ამ სახეობის შესახებ. ამასთანავე ვაპირებთ უფრო ფართო მასშტაბი მივცეთ ჩვენს პროგრამას და საქართველოში ამერიკის საელჩოს ხელშეწყობით ივნისის ბოლოს დაგეგმილი ფინალებისთვის თბილისში ნბა-სა და ქალთა ნბა-ს ვარსკვლავები ჩამოვიყვანოთ.
მიხეილ გაბრიჩიძე (საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი): საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია აგრძელებს ტრადიციას და ყოველწლიურად ახალ-ახალ პროგრამას სთავაზობს ქართულ საკალათბურთო საზოგადოებას. ამჯერად, ჩვენ ვიწყებთ თანამშრომლობას ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციასთან და გთავაზობთ ტურნირს, სახელწოდებით „JR.NBA – GBF ლიგა“, რომელიც იმ გლობალური პროექტის ნაწილია, რომელშიც მსოფლიოს მასშტაბით 6,5 მილიონი ბავშვია ჩართული. ტურნირში მონაწილეობა ბევრ გუნდს სურდა, რის გამოც საკვალიფიკაციო ტურნირის ჩატარება მოგვიხდა და 51 გუნდიდან საუკეთესო 30 შეირჩა. ეს იქნება ყველაზე მასშტაბური ღონისძიება ბავშვთა კალათბურთში, რომელშიც ჩართული იქნება მთელი საქართველო და რაც მთავარია, თამაშები დედაქალაქთან ერთად რეგიონებშიც გაიმართება. ეს ყველაფერი საქართველოში კალათბურთის განვითარებასა და პოპულარიზაციას დიდ სამსახურს გაუწევს. თანამშრომლობისთვის დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციის, კონკრეტულად კი „ჯუნიორ ნბა“-ს ხელმძღვანელებს, საქართველოში აშშ-ს საელჩოსა და ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის საგანმანათებლო და კულტურული ურთიერთობების ბიუროს.
ტარიელ ხეჩიკაშვილი (სპორტისა და ახლგაზრდობის საქმეთა მინისტრი): ეს პროექტი დიდი საჩუქარია ბავშვებისთვის. მადლობას გადავუხდი ნბა-ს ხელმძღვანელობას, ამერიკის საელჩოს და კალათბურთის ეროვნულ ფედერაციას. ჩვენ ერთობლივი ძალისხმევით შევუერთდით იმ ქვეყნების რიცხვს, სადაც დიდი საკალათბურთო ზეიმი იმართება. დარწმუნებული ვარ აქ შეკრებილი ბავშვები მომავალი ვარსკვლავები არიან და ეს ტურნირი კარგი საშუალებაა მათთვის ეზიარონ ნბა-ს ოჯახს. თამაშები მთელი საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა რეგიონში გაიმართება, რაც მნიშვნელოვანია კალათბურთის პოპულარიზაციას.
ნიკოლას ბერლინერი ( საქართველოს აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებელი): მნიშვნელოვან პროექტს ვიწყებთ, რომელიც მოზარდების განვითარებას შეუწყობს ხელს. 30 გუნდი პირველობისთვის იბრძოლებს. ბავშვები განსაკუთრებით მოტივირებულნი არიან და ეს ძალიან სასიამოვნოა.
ევან რაიანი (აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მდვინის თანაშემწე საგანმანათლებლო და კულტურული ურთიერთობების საკითხებში): ჩვენი სპორტული დიპლომატიის საშუალებით და მუშაობით, რომელსაც NBA-სთან ერთად ვახორციელებთ, ჩვენ ვაყალიბებთ მნიშვნელოვან და მჭიდრო ურთიერთობებს ახალგზრდობასთან მსოფლიოს გარშემო.
სრული გალერეა:
https://www.facebook.com/GeoBasketball/
GBF.GE