ჩემპიონთა ლიგის ფინალის განსჯა მარკ კლატენბურგს ანდეს
უეფას ჩემპიონთა ლიგის 2015/16 წლების ფინალს მარკ კლატენბურგი განსჯის. ამ ინფორმაციას უეფას ოფიციალური ვებ-გვერდი ადასტურებს.
უეფას მიერ გაკეთებულ ოფიციალურ განცხადებაში ვკითხულობთ: “მატჩს 41 წლის ინგლისელი არბიტრი, მარკ კლატენბურგი განსჯის, რომელიც 2007 წლიდან ატარებს საერთაშორისო მსაჯის სტატუსს.
მიმდინარე სეზონში მან ჩემპიონთა ლიგის ექვსი და ევროპა ლიგის ორი მატჩი განსაჯა, მათ შორის ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური ეტაპის პირველი მატჩი “ბაიერნსა” და ‘ატლეტიკოს” შორის.
მილანში მას დაეხმარებიან მისი თანამემამულეები: სიმონ ბეკი და ჯეიკ კოლინი. მეოთხე არბიტრი კი ვიქტორ კასაი იქნება უნგრეთიდან. რაც შეეხება ორ დამატებით მსაჯს (ანტონი ტეილორი და ანდრემარინერი) ისინიც ინგლისიდან იქნებიან.”