5 ნაკლებად ცნობილი ფაქტი დიეგო სიმეონეს შესახებ
დიეგო სიმეონე ერთ-ერთია იმ მწვრთნელთაგან (რომელთა რაოდენობაც ძალზედ მცირეა), რომელმაც თავი მცირე რესურსების მქონე გუნდით დაგვამახსოვრა. არგენტინელი მწვრთნელის მთავარი კოზირი მონდომება გახლავთ, რასაც თან ახლავს ინსპირაცია და მოთმინება.
“ჩოლო” – სწორედ ასეთია მისი ზედმეტსახელი, რომელიც მას დაწყებითი სკოლის მასწავლებელმა, ოსკარ ნესიმ უსახსოვრა. სიმეონე მოედანზე აგრესიულობითა და მებრძოლი ხასიათით გამოირჩეოდა. სიმეონე, რომელსაც შესანიშნავი აღნაგობა ჰქონდა 1995-96 წლების ტრიუმფის მთავარი ძალა გახლდათ.
თავად “ჩოლომ”, საკუთარ ზედმეტსახელზე საუბრისას განაცხადა:”ბოკა ხუნიორშიც” იყო სიმეონე, რომელსაც ჩოლოს ეძახდნენ, თუმცა ჩემი ზედმეტსახელი აქედან არ გამომდინარეობს.
ეს სახელი სკოლის ერთ-ერთმა მასწავლებელმა შემარქვა, რომელიც ვერ მოვიშორე.”
ცხოვრებაში ყველაფერი ისე არ მიდის, როგორც შენ გინდა. ამიტომაც ყოველთვის უნდა გაგაჩნდეს ‘გეგმა ბე’. როგორი იქნებოდა სიმეონეს ცხოვრება, რომ არა ფეხბურთი? ის ფიზ-კულტურის მასწავლებელი იქნებოდა.
“საშუალო სკოლაში ყოფნისას გვკითხეს, თუ რა გვინდოდა გამოვსულიყავით. ვიღაცას ექიმობა უნდოდა, ვიღაცა კი ადვოკატობას აპირებდა.
როცა მე ვთქვი, რომ ფეხბურთელი მინდოდა გამოვსულიყავი, ყველამ დამცინა. ფეხბურთის გეგმა რომ არ გამოსულიყო, მაშინ ფიზ-კულტურის მასწავლებელი ვიქნებოდი.”
მშიშარა – ეს აშკარად უკანასკნელი სიტვაა, რომელიც დიეგო სიმეონეს აღსაწერად დაგვჭირდება. სიმეონეს არასდროს ეშინოდა საკუთარი მეტოქის, არც მაშინ, როცა ფეხბურთელი იყო და არც ეხლა, როცა მწვრთნელის ამპულაშია.
“არ არსებობდა გუნდი ან ფეხბურთელი, რომლისაც მეშინოდა. მე მხოლოდ საკუთარი თავის მეშინოდა, რამეთუ ვიცოდი, რომ თუ მენტალურად 100%-ით მზად არ ვიყავი, სხვა ფეხბურთელი ვხდებოდი.”
სიმეონემ არაერთხელ დაამტკიცა, რომ ყველაფერთან ერთად იღბლიანიც არის “ატლეტიკოსთვის” – ისევე როგორც ფეხბურთელის, ასევე მწვრთნელის რანგში. როცა სიმეონე “ატლეტიკოში” მოვიდა (1994), ისინი კრიზისს განიცდიდნენ – ბოლოს ლიგა 1976-77 წლების სეზონში ჰქონდათ მოგებული. თუმცა სიმეონეს მოსვლიდან მეორე წელსვე, “როხიბლანკომ” ესპანეთის ჩემპიონობა იზეიმა, ამასთანავე კოპა დელ რეიც მოიპოვეს.
“ატლეტის” მომდევნო ჩემპიონობა კი კვლავ არგენტინელთან არის დაკავშირებული – 2013-14 წლების სეზონში მან კლუბს ტიტული მწვრთნელის პოსტიდან მოაგებინა.
რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, სიმეონე თვლის, რომ მაშერანო მასზე უკეთესი ფეხბურთელია.
როცა მას ჰკითხეს, ხედავდა თუ არა საკუთარ თავს მაშერანოს ნაცვლად არგენტინის ყველა დროის საუკეთესო თერთმეტეულში, მან თვალის დაუხამხამებლად განაცხადა:” მაშერანო ჩემზე უკეთესი იყო.”