მაურისიო პოჩეტინომ “ტოტენჰემთან” არსებული კონტრაქტი გაახანგრძლივა
“ტოტენჰემ ჰოტსპურის” ამჟამინდელმა თავკაცმა, მაურისიო პოჩეტინომ კლუბთან ახალი, ხუთწლიანი კონტრაქტი გააფორმა, რომლის თანახმადაც ის “მამლებთან” 2021 წლამდე ითანამშრომლებს.
მართალია, რომ არგენტინელი მწვრთნელის წინა კონტრაქტი 2019 წელს იწურებოდა და დროც საკმაოდ ჰქონდა, თუმცა “ტოტენჰემმა” გადაწყვიტა მისთვის უკეთესი პირობები შეეთავაზებინა, რაც მას საბოლოოდ ათქმევინებდა უარს კლუბიდან წასვლაზე.
მაურისიოს გუნდი მიმდინარე სეზონში მართლაც რომ ბრწყინვალედ გამოიყურებოდა. ერიკ დაიერი, დელე ალისა და ჰარი კეინის ლიდერობის წყალობით (რომელმაც 25 გოლი გაიტანა პრემიერ ლიგაში), “უაით ჰართ ლეინის” ბინადრები მეორე ადგილზე იმყოფებიან, რაც მათთვის დიდი მიღწევაა.
BREAKING: Mauricio has signed a contract extension committing his future to the Club as Manager until 2021. pic.twitter.com/0gifUu1C7O
— Tottenham Hotspur (@SpursOfficial) May 12, 2016