ვიქტორ ვალდესი “ესპანიოლთან” აწარმოებს მოლაპარაკებებს
როგორც ჩანს, ვიქტორ ვალდესის “მანჩესტერული კოშმარი” დასასრულს უახლოვდება, რაზეც მიგვანიშნებს ის ფაქტი, რომ მან უკვე წამოიწყო მოლაპარაკებები “ესპანიოლის” ხელმძღვანელებთან.
როგორც იცით, “მანჩესტერმა” ესპანელი მეკარე “სტანდარდში” გაუშვა, სადაც მას რეგულარულად უნდა ეთამაშა, თუმცა ვალდესმა ვერც ბელგიურ კლუბში მოიკიდა ფეხი.
ვალდესი მანჩესტერულ გრანდს 2014 წლის შემოდგომას შეუერთდა და მას შემდეგ მხოლოდ 2-ჯერ მოახერხა “წითელი ეშმაკების” ღირსების დაცვა, რამაც ის უზომოდ გაანაწყენა.
ესპანელი მეკარე შემოდგომასვე აპირებდა კატალონიურ კლუბთან კონტრაქტის გაფორმებას, თუმცა “ესპანიოლმა” პაუ ლოპესთან ამჯობინა თანამშრომლობა. ახლა კი, როცა კვლავ გაჩნდა ვაკანტური ადგილი, “ესპანიოლი” მოლაპარაკებების მაგიდას კვლავ დაუბრუნდა და საკმაოდ ახლოსაც არის ვიქტორის გადაბირებასთან.