“იუვემ” ახალგაზრდა ბრაზილიელისთვის 15 მილიონი გაამზადა
ტურინის “იუვენტუსის” ხელმძღვანელები მზად არიან 15 მილიონი ევრო გაიღონ ახალგაზრდა ბრაზილიელი ფეხბურთელის, გაბრიელ ჟესუსის სანაცვლოდ.
გაბრიელ ჟესუსი შემტევი ნახევარმცველი გახლავთ, რომელიც ამ დროისთვის “პალმეირასის” ღირსებას იცავს, თუმცა მისი 30% სხვა მხარეს ეკუთვნის.
აღნიშნული ფეხბურთელი “იუვეს” ბრაზილიურ მისიაზე გაგზავნილმა სკაუტმა, ფაბიო პარატიჩმა შეამჩნია, რომელიც ჟესუსის მსგავსად “კორინთიანსის” მატეო პერეირათიც მოიხიბლა.
თუმცა, გაბრიელის კონტრაქტის თანახმად, თუ უცხოური კლუბი მის გადაბირებას მოინდომებს, ამისათვის 40 მილიონი ევრო უნდა გადაიხადოს, მაგრამ ეს თანხა 24 მილიონამდე შემდეგი 5 კლუბისთვის ეცემა: “ბაიერნი”, “ბარსელონა”, “რეალი”, “პსჟ” და “მანჩესტერ იუნაიტედი”.