ანჩელოტი: “რომ არა “რეალი”, 100 პროცენტით “მანჩესტერში” წავიდოდი”
კარლო ანჩელოტიმ ინგლისურ The Times-ს გაუმხილა, რომ 2013 წელს ის “მანჩესტერ იუნაიტედს” ჩაიბარებდა, რომ არა მადრიდის “რეალისგან” მიღებული წინადადება.
როგორც იცით, 2013 წელს “მანჩესტერის” ლეგენდამ, სერ ალექს ფერგიუსონმა სამწვრთნელო კარიერა დაასრულა. ანჩელოტის თქმით, ფერგიუსონმა ის პარიზში, ვახშამზე დაპატიჟა, რათა მისთვის მწვრთნელის პოსტი შეეთავაზებინა.
“სასიამოვნო ვახშამი გამოვიდა. ღვინო ალექსმა აირჩია, მართლაც რომ ძალიან ძვირი იყო.” – განუცხადა იტალიელმა სპეციალისტმა ჟურნალისტებს.
“მაგრამ, იმ დროისთვის უკვე მიღებული მქონდა “რეალის” წინადადება. ასე რომ არ ყოფილიყო, 100%-ით “მანჩესტერში” წავიდოდი.”