“მანჩესტერ იუნაიტედი” — “ბორნმუთი” გადაიდო
ინგლისის პრემიერლიგის 38-ე ტურში “მანჩესტერ იუნაიტედსა” და “ბორნმუთს” შორის გასამართი მატჩი გადაიდო. მიზეზი ტრიბუნაზე საეჭვო პაკეტის აღმოჩენა გახდა. გულშემატკივართა ნაწილი ევაკუირებულია, ნაწილს კი თავიანთ ადგილებზე დარჩენას სთხოვენ.
“სამართალდამცველების მოთხოვნით, ჩრდილო-დასავლეთ სექტორში საეჭვო პაკეტის აღმოჩენის გამო მატჩი გადაიდო”, – ნათქვამია “მანჩესტერ იუნაიტედის” ოფიციალურ განცხადებაში.