ლელომ ტიტული შეინარჩუნა
დიდი 10-ის 2015-2016 წლის სეზონი მესხის სტადიონზე დასრულდა. შინაური რაგბის დიდ ფინალში შარშანდელის დარად მოქმედი ჩემპიონი ლელო სარასენსი და ლოკომოტივი შეებნენ.
წლევანდელ ფინალზე ითქმის, რომ ძალზე დაძაბული მატჩი გამოდგა და მსაჯის ფინალურ სასტვენამდე ძნელად თუ იტყობა ვინმე ლელო გახდებოდა ზედიზედ მეოთხედ ჩემპიონი, თუ ლოკომოტივი მიითვლიდა მე-10 ტიტულს.
პირველ ტაიმში ჯერ ჩემპიონმა ელგუჯა სურგულაძის ლელოთი იხეირა, რომელიც ვერ გარდასახეს 5:0
პასუხად რამდენიმე ხანში ლოკომოტიველთა ფრთამ, დიმიტრი კალანდაძემ მეტოქეს ლელოთივე უპასუხა, რომლის გარდასახვა წიკლაურა არ გასჭირვებია 5:7
ტაიმის ბოლომდე ანგარიში არ შეცვლილა. მატჩის განახლების შემდეგ ირაკლი ყიასაშვილმა წინ გაიყვანა თავისი გუნდი 10:7
წოტახანში ლომოტიველთა კაპიტანმა, ბექა წიკლაურმა ანგარიში ჯარიმით გაათანაბრა 10:10
შეცვლაზე შემოსულმა ხვთისო ელოშვილმა კი ლელოთი ლოკომოტივი წინ გაიყვანა. წიკლაურის გარდასახვა ამჯერად არაზუსტი იყო 10:15
მატჩი უკვე ბოლოსკენ მიდიოდა, როდესაც მოქმედ ჩემპიონთა 9 ნომერმა, სანდრო მინდიაშვილმა შეძლო და მეტოქის ლელოშ დაამიწა. ამას ლელლოელთა გამოცდილმა ფულბეკმა, ირაკლი ყიასაშვილმა გარდასახვაც მიაყოლა და ანგარიში 17:15 დააფიქსირა.
საქართველო 9 გზის ჩემპიონი ლოკომოტივი არ დანებებულა, თავსაც ძლიერად იცავდა და უტევდა, მაგრამ მატჩის ბოლომდე ანგარიში აღარ შეცვლილა და ლელო სარასენსი ზედიზედ მეოთხედ გახდა საქართველოს ჩემპიონი.
Rugby.GE