ანჩელოტი: “ბეილის ქმედებამ გამაკვირვა”
მადრიდის “რეალის” ყოფილმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ მასსა და გარეთ ბეილს შორის არსებულ ურთიერობებზე მის მიერ გამოცემულ ახალ წინგში ისაუბრა. წიგნში კარგად არის აღწერილი კლუბში არსებული იმდროინდელი სიტუაცია, გთავაზობთ ნაწყვეტს…
“მარტის ერთ დილას, “რეალის” გენერალური დირექტორი ტელეფონის მეშვეობით დამიკავშირდა და მითხრა, რომ პრეზიდენტს ჩემთან საუბარი სურდა. ეს ძალზედ უჩვეულო იყო. როდესაც პრეზიდენტს ვესტუმრე, მან მითხრა, რომ ბეილის აგენტი მის ოფისში იყო მისული “ბეილის სიტუაციაზე” სასაუბროდ.” – ვკითხულობთ იტალიელი სპეციალისტი მიერ გამოცემულ წიგნში (‘Quiet Leadership: Winning Hearts, Minds and Matches’.)
“იანვარში, ბეილის აგენტმა რაღაცეებზე დაიწყო საუბარი და მეც რა თქმა უნდა ვგრძნობდი, რომ ის კარგ პოზიციაში იმყოფებოდა, რამეთუ უკვე განხილული ჰქონდა ეს საკითხი პრეზიდენტთან. მან პრეზიდენტს უთხრა, რომ ბეილი თავისი პოზიციით უკმაყოფილო იყო. მას ცენტრში უნდოდა ყოფნა.
პრეზიდენტმა მკითხა, თუ რის გაკეთებას ვაპირებდი, მე კი ვუთხარი “არაფრის”. სეზონის ამ ეტაპზე მისთვის პოზიციის შეცვლა შეუძლებელი იყო, რამეთუ ამის შემდეგ მთელის სისტემის შეცვლა და ბევრი სხვა მოთამაშის გადაადგილება მომიწევდა. პრეზიდენტს ისიც ვუთხარი, რომ მიკვირდა, თუ რატომ არ მითხრა ფეხბურთელმა ეს პირადად მე. ეს ხომ ნორმალური იქნებოდა.
ბეილს ფანტასტიკური, მსოფლიო დონის შესაძლებლობები გააჩნდა, მე კი მხოლოდ იმას ვცდილობდი, რომ მისთვის გამეგებინებინა, თუ როგორ უნდა გამოეყენებინა თავისი ძლიერი მხარეები და პოტენციალი. მე მის აგენტზე გაცილებით უფრო გამოცდილი ვიყავი ამ საკითხში.
პრეზიდენტს ვუთხარი, რომ ბეილს თავად გავესაუბრებოდი მომდევნო დღეს, რაც ვარჯიშის შემდეგ გავაკეთე. მე მას ვუთხარი: “ვიცი, რომ შენი აგენტი პრეზიდენტს ესაუბრა. რატომ არ მოხვედი ჩემთან სასაუბროდ?” მან თქვა: “კარგი, ეს პრობლემა არ არის.”
“მე მას ყველაფერი ვუთხარი, რაც პრეზიდენტთან საუბარს შეეხებოდა, ისიც რომ შეუძლებელი იყო სისტემის შეცვლა ამ ეტაპზე და რომ საქმე მარტო მის პოზიციას არ ეხებოდა. მასთან გულახდილად ვისაუბრე. ვუთხარი, რომ რაღაც ახალის ცდაც შეგვეძლო ზაფხულში, მომდევნო წლის პრე-სეზონის დროს, თუმცა არა ახლა.”