საქართველოს ქალთა ნაკრებმა გაერთიანებული საამიროები გაანადგურა (ვიდეო)
საქართველოს ქალ ფეხბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა საერთაშორისო ამხანაგური მატჩი მოიგო. ლევან ბაჯელიძის გუნდმა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სათადარიგო მოედანზე არაბეთის გაერთიანებული საამიროები 3:0 დაამარცხა. 14-ე წუთზე გოლის ავტორი ხატია ჭყონია გახდა. 86-ე წუთზე ნინო სუთიძემ სხვაობა ორამდე გაზარდა. საბოლოო ანგარიში 3:0 კი გორგაძემ დააფიქსირა.
საქართველო – გაერთიანებული საამიროები 3-0
თბილისი, “მიხეილ მესხი” სათადარიგო
საქართველო: ნადირაშვილი, სუთიძე, ტატუაშვილი, ჩხარტიშვილი, სხირტლაძე (46′ ზაქაიძე), დანელია, ქველიძე (89′ ქველიძე), თოდაძე (78′ გორგაძე), ბაქრაძე, ჩემინავა (კ) (89′ კვალიაშვილი), ჭყონია.
გაერთიანებული საამიროები: ალმაზრუეი, აბდელ აზიზი, ალმანსური (58′ ალ ზააბი), ალ ჰასანი, ალ ზაადი, ბუდებსი, ალ ნუამი (78′ ალ შამლი), ალ ჰამადი (58′ ჯუმა), ალ ტაჰენი, ალმაჰაირი, ნ. ალადვანი
გოლები: 1-0 ჭყონია (14), 2-0 სუთიძე (86), 3-0 გორგაძე (90).
საქართველოსა და არაბეთის გაერთიანებული საამიროების ნაკრებთა მეორე ამხანაგური მატჩი 20 მაისს, 18 საათზე მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება.
სფფ-ის პრესსამსახური