ალეგრი: “თასის ფინალში ყველაფერი შეიძლება მოხდეს”
მასიმილიანო ალეგრი კოპა იტალიის ფინალში ადვილ გასეირნებას არ მოელის და თვლის, რომ ერთი მატჩისთვის მომზადება ნებისმეირ გუნდს შეუძლია.
“ერთ მატჩში ყველაფერი შეიძლება მოხდეს. ეს ევროპა ლიგის საგზურის მოპოვების ბოლო შანსია “მილანისთვის”. ჩვენი ბოლო ურთიერთდაპირისპირებები ყოველთვის დაძაბული იყო. ფინალში თამაში კი არასდროსაა ადვილი.
თუმცა, ხვალინდელი შედეგი ვერაფერს ვერ შეცვლის, რამეთუ ჩვენ უკვე დავისახეთ მიზნები მომავალი სეზონისათვის. ჩვენ თითოეულ ფრონტზე ვაპირებთ ბრძოლას.
ხვალ ჩვენი ბოლო მატჩი გველის მიმდინარე სეზონში. ჩვენი მოვალეობაა მაქსიმუმის გაკეთება და მოგება.” – განაცხადა ალეგრიმ მის ყოფილ გუნდთან დაპირისპირების წინ.