სფფ-ს აკადემიამ მაკედონიურ ტურნირზე გამოსვლა დაასრულა
სფფ-ის აკადემიის 15-წლამდე გუნდმა მაკედონიაში მიმდინარე ოთხთა ტური გამარჯვებით დაასრულა. აღსანიშნავია, რომ 15-წლამდელები სომეხ თანატოლებთან 0:3 აგებდნენ, თუმცა გულიაშვილის პოკერით გიორგი ნემსაძის შეგირდებმა 4:3 იმარჯვეს.
15-წლამდე აკადემიის გუნდი: ჩიკაშუა, აბზიანიძე, გულხადარაშვილი, ოდიშერიძე, მიქაუტაძე, აშორდია, მემარნე, ტურიაშვილი, ჩიტალიშვილი, გაგუა, გულიაშვილი
მთ. მწვრთნელი: გიორგი ნემსაძე
გოლი: გულიაშვილი (18, 24, 28 47)
ოთხთა ტურნირის ბოლო შეხვედრა ჩაატარა აკადემიის 14-წლამდე გუნდმა, რომელიც სომხებთან 1:2 დამარცხდა. პაატა მეტრეველის შეგირდებიდან თავი დვალმა გამოიჩინა.
14-წლამდე აკადემიის გუნდი: კაპანაძე, თოფაძე, შალიკაშვილი, ტეფნაძე, ვოსკანოვი, ტალახაძე, ჯგუნჯგია, თავზარაშვილი, კვარაცხელია, მირზიკაშვილი, დვალი.
მთ. მწვრთნელი: პაატა მეტრეველი
გოლი: დვალი (30)
სფფ-ის პრესსამსახური