დეპაი: “მანჩესტერში ბედნიერი ვარ და წასვლას არ ვაპირებ”
მას შემდეგ, რაც ოფიციალურად დადასტურდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც მანჩესტერულ კლუბს ვან გაალი ტოვებდა, მემფის დეპაიმ პრესასთან ისაუბრა, სადაც მან თავისი სამომავლო გეგმებიც განიხილა.
“ვან გაალის წასვლა ჩემზე გავლენას არ იქონიებს. მე “მანჩესტერ იუნაიტედში” თავს ბედნიერად ვგრძნობ, კლუბი კი ჩემით კმაყოფილია. არამგონია ლუის წასვლამ ჩემთვის რამე შეცვალოს.
“იუნაიტედში” ვან გაალის გარეშეც მოვხვდებოდი. მჯერა, რომ აქაურობას ისედაც კარგად შევეწყობოდი, მჯერა, რადგანაც ძალიან მშრომელი ადამიანი ვარ.
არ ვიცი როგორ შეიძლება აღიწეროს ჩემსა და ვან გაალს შორის არსებული ურთიერთობა. მისი წასვლა ფეხბურთის ერთი ჩვეულებრივი მოვლენაა.”