Sky Sports: ბენიტესმა “ნიუკასლთან” 3-წლიანი კონტრაქტი შეათანხმა
Sky Sports-ის მიერ მოპოვებული უახლესი ინფორმაციის თანახმად “ნიუკასლის” ამჟამინდელი თავკაცი, რაფა ბენიტესი კლუბიდან წასვლას არ აპირებს.
როგორც იცით, 56 წლის სპეციალისტმა მარტში “კაჭკაჭებთან” 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა, თუმცა ამ კონტრაქტში აღნიშნული იყო სპეციალური პუნქტი, რომლის თანახმადაც რაფას სეზონის ბოლოს შეეძლო კონტრაქტის გაუქმება.
ბენიტესის მიზანი, რომელმაც კლუბში სტივ მაკლარენი ჩაანაცვლა, გუნდის პრემიერ ლიგაში დატოვება იყო, რომელიც ვერ შეასრულა. ამიტომაც უცხოური მედია აქტიურად ალაპარაკდა მის წასვლაზე.
თუმცა როგორც ინგლისური გამოცემა გვამცნობს, ის წასვლას არ აპირებს და კლუბთან ახალი, 3-წლიანი კონტრაქტის გაფორმებას აპირებს.