აგენტი: “ლივერპულიდან” შკრტელის წასვლის ალბათობა 90%-ია”
“ლივერპულის” მცველის, მარტინ შკრტელის აგენტმა კაროლ კსონტომ განაცხადა, რომ მისი კლიენტი დიდი ალბათობით “ენფილდს” დატოვებს.
“შკრტელით “ბეშიქთაშია” დაინტერესებული, თუმცა ეს ერთადერთი კლუბი არ არის, რომელიც მის მიმართ ინტერესს იჩენს. გადაჭრით ჯერჯერობით ვერ გეტყვით, რომ მარტინი სხვა გუნდში გადავა. მხოლოდ ერთი რამის თქმა შემიძლია: “ლივერპულიდან” შკრტელის წასვლის ალბათობა 90 პროცენტია”, – ციტირებს სლოვაკი ფეხბურთელის აგენტის სიტყვებს Goal.com-ი.
შეგახსენებთ, რომ მარტინ შკრტელი “ლივერპულის” ღირსებას 2008 წლიდან იცავს.