მილტონ ჰეიგმა ოკეანეთის ტურნესთვის რაზმი დაასახელა

თარიღი: მაისი 27, 2016

ბორჯღალოსნების პირველი ისტორიული ოკეანეთის (ზღვისრეთის) ტურნემდე თვეზე ნაკლები რჩება. წლეულს ივნისში საქართველო პირველად ებმევა ოფიციალურად ზაფხულის ტესტების კამპანიაში, რომლის დროსაც – 11, 18 და 24 ივნისს თანმიმდივრულად სამოას, ტონგასა და ფიჯის ერკინება.

 

ბორჯღალოსანთა თავკაცის, მილტონ ჰეიგის თქმით, ზაფხულში მსგავსი მაღალი დონის და ძლიერ მეტოქეებთან ბურთაობა განვითარების შემდეგ ეტაპზე გადაგვიყვანს – „ეს ჩვენი განვითარების უმნიშნელოვანეს ეტაპს წარმოადგენს. გადამეტების გარეშე, ეს ისტორიული მოვლენაა ქართული რაგბისთვის, ვინაიდან აქამდე ოკეანეთში ტესტებზე არ ვყოფილვართ. შესაბამისად პირველად მოგვეცა საშუალება ზღვისრეთის გუნდებს კუნძულებზე ვეთამაშოთ. ძალიან აღფრთოვანებულნი ვართ ამით, მაგრამ ვიცით, რომ ძალიან გაგვიჭირდება. რა თქმა უნდა ურთულესია სამოას, ტონგასა და ფიჯის სახლში მოუგო, მაგრამ ეს ის გარემოა, რომელშიც აუცილებლად მუდმივად უნდა ვიმყოფებოდეთ, რათა განვითარება შევძლოთ.

 

პირველად სამოას ვესტუმრებით

აქამდე სამოას ბორჯღალოსნები ორჯერ ერაგბნენ. პირველად 2003 წელს ავსტრალიაში, ჩვენთვის სადებიუტო მსოფლიო თასზე, სადაც მეტოქემ 46:9 გვაჯობა. მეორე რკენა ათი წლის შემდეგ, 2013 წლის 23 ნოემბერს, გიორგობას თბილისში შედგა, როდესაც მანუ სამოა 16:15 დავამარცხეთ.

 

„სამოელებმა საკმაოდ გამოცდილი გუნდი დაასახელეს, რომელშიც ბევრი ის მორაგბე ბრუნდება ბოლოს მსოფლიო თასზე, რომ ითამაშეს. მიმაჩნია, რომ სამოას ერთ-ორ თამაშში ნამდვილად არ გაუმართლა მსოფლიოზე. ის, რომ მათ მხოლოდ ერთი თამაში მოიგეს შეცდომაში ნუ შეგვიყვანთ. შეეძლოთ შოტლანდიასთან მოეგოთ და სამხრეთ აფრიკასთან ბრწყინვალედ ითამაშეს. ეს იქნება ჩვენი პირველი მატჩი კუნძულებზე. გვექნება ცოტაოდენი ლოგისტიკური და დიდ მგზავრობასთან დაკავშირებული სირთულეები. შესაბამისად ვეცდებით რაც შეიძლება ადრე ჩავიდეთ და მანამდე მაქსიმალურად მოვემზადებით და ვნახოთ რა მოხდება აპიაში“ განაცხადა ჰეიგმა

 

ზღვის არწივები რევანშის მოლოდინში

ბოლოს ტონგას სულ ახლახანს, 2015 წლის მსოფლიო თასზე ვეთამაშეთ და მათი  და შემდგომ ნამიბიის დამარცხებით 2019 წლის მსოფლიო თასზე შესარჩევის გარეშე გავედით. სულ ტონგელებთან ოთხჯერ ვირაგბეთ – პირველად კუნძულელებს შინ 1999 წელს, მსოფლიოს რეპეშაჟისას ვესტუმრეთ. მატჩი მასპინძლელთა გამარჯვებით 37:6 დასრულდა. იმავე წელს განმეორებით შეხვედრაში ტონგა დინამოზე მივიღეთ და 28:27 გავიმარჯვეთ, თუმცა უკეთესი სხვაობით სახლში მოგების გამო, მაშინდელ მსოფლიოზე ტონგა გავიდა. მესამედ ‘ზღვის არწივებს’ 2014 წლის ნოემბრის ტესტებზე მესხზე ვეთამაშეთ – აქაც სტუმრებმა გვძლიეს (23:9), თუმცა როგორც ზემოთ ავღნიშნეთ ყველაზე მნიშვნელოვან მატჩში მეტოქე მსოფლიო თასზე დავამარცხეთ

 

„ერთი რამ რაშიც დარწმუნებულნი ვართ არის, რომ მსოფლიო თასის შემდეგ ტონგას რევანში ენდომება – ამაში ეჭვიც არ გვეპარება! აქედან გამომდინარე, ისინი დიდად მოტივირებულნი იქნებიან. გუნდს ახალი მწვრთნელი ყავს,  რომელიც, სავარაუდოდ, ნაკლებად გამოცდილი სპეციალისტია, მაგრამ როგორც ყოველთვის ტონგას წინააღმდეგ ურთულესი მატჩი გვექნება. კი, წინა მსოფლიო თასზე დავამარცხეთ ისინი, მაგრამ ამას ახლა მნიშვნელობა აღარ აქვს. გარკვეულწილად ეს ჩვენ, რა თქმა უნდა, თავდაჯერებულობას შეგვმატებს” განაცხადა ჰეიგმა საქართველო-ტონგას მეხუთე რკენაზე საუბრისას.

 

ტურნეს დამაგვირგვინებელი რკენა – ფიჯი

ჰეიგის განცხადებით უდავოა, რომ 24 ივნისს ტურნეს ბოლო მატჩი ყველაზე რთული იქნება – „მიმაჩნია, რომ ფიჯი ყველაზე რთული მეტოქე იქნება ამ ტესტებზე. მათ უამრავი თამაშის ჩამშლელი ყავთ, მთელი გუნდი თამაშის ჩამშლელებია. აღსანიშნავია, რომ ბოლო წლების განმავლობაში ფიჯის სამწვრთნელო შტაბი არ შეუცვლია, რაც თანმიმდევრულობას უზრუნველყოფს. გარდა ამისა, ბოლო 18 თვის განმავლობაში ისინი მსოფლიოს 10 საუკეთესო გუნდს შორის არიან. ფიჯისთან დაცვა ძალიან რთულია,  ისინი თავისებურ რაგბს თამაშობენ, რაც ჩვენგან განსაკუთრებულ ტექნიკურ მომზადებას საჭიროებს. განვმეორდები –  ტურნეს ბოლო მატჩი ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი, ყველაზე დიდი იქნება.“

 

მილტონ ჰეიგი რაზმის შესახებ

ისტორიულ ტესტებამდე მილტონ ჰეიგმა ბორჯღალოსანთა რაზმი შეარჩია, რომელიც დიდად არ განსხვავდება ბოლო ერთა თასზე მოასპარეზე შემადგენლობისგან, თუმცა მთავარმა მწვრთნელმა ასევე ორ ახალწვეულს უხმო, რომლებსაც ალბათ მიეცემათ პირველი სანაკრებო კეპების მოხვეჭის შესაძლებლობა – „რაზმი მეტწილად თებერვალსა და მარტში ბოლო რაგბი ევროპაზე მოასპარეზე მორაგბეებისგან შედგება, რაშიც ნამდვილად გაგვიმართლა. გვყავს გამოცდილი მორკინალები და ასევე უკანახაზელები. გარდა ამისა ავიყვანეთ რამდენიმე ახალგაზრდა ბრძოლაში გამოსაცდელად და მათთვის გამოცდილების მინიჭების მიზნით. ზოგადად, რომ შევხედოთ რაზმს, მოთამაშეთა გამოცდილება სახეზეა, რადგან ვითვალისწინებთ რამდენად რთული ტურნე გველის.

 

პირველი ხაზი

გამოცდილ ბურჯებსა და კვაჭებს – ზურაბ ჟვანიას, კარლენ ასიეშვილს, შალვა მამუკაშვილს, ჯაბა ბრეგვაძესა და ანტონ ფეიქრიშვილს ტურნეზე ნიკოლოზ ხატიაშვილი და ირაკლი მირცხულავა დაემატებიან.

 

„პირველხაზელთა უმეტესობას მსოფლიოზე უთამაშიათ. აქაც გვყავს რამდენიმე ახალბედა მორაგბე. ასევე ვუხმეთ ირაკლი მირცხულავას, რომელსაც დიდი ხნის განმავლობაში ნაკრებში არ ეთამაშა. ისინი ეროვნული ნაკრების თუნდაც გაფართოებულ შემადგენლობაში ყოფილან და კარგად იციან რას ველით მათგან. ეს მათთვის ბრწყინვალე შესაძლებლობა იქნება, ვინაიდან უფრო გამოცდილი მორაგბეები ფრანგული პლეიოფების გამო არ გვეყოლება.

 

მეორე ხაზი

მეორე ხაზში ჰეიგმა გიორგი ნემსაძესთან და გიორგი ჩხაიძესთან ერთად, ახალბედა ნოდარ ჭეიშვილს უხმო, რომელსაც სანაკრებო დებიუტი წელს ერთა თასზე ესპანეთის წინააღმდეგ ჰქონდა.

 

„ჩემი აზრით გიორგი ნემსაძე და გიორგი ჩხაიძე წინა ერთა თასზე უადოდ გამორჩეულნი იყვნენ. დიდი ხანია რაც გუნდის ლიდერები არიან და გაგვიმართლა, რომ ორივე გვეყოლება ამ ტურნეში. ნოდარ ჭეიშვილი ძირითად გუნდს ერთა თასზე შეუერთდა. კარგად ვარჯიშობდა და შეიძლება ითქვას, რომ არ გაუმართლა, თორემ რამდენიმე მატჩში სასტარტოშიც დაიწყებდა. მშვენიერი ფიზიკური მონაცემები აქვს, ორ მეტრზე მაღალია და ნაკრების სავარჯიშო რაზმში დიდი ხანია რაც ირჯება, მაგრამ დიდი დრო დაჭირდა გუნდში მოსახვედრად. ახლა მშვენიერ ფორმაშია და თავისმხრივ საჭირო ფიზიკურობა შემოაქვს გუნდში.

 

მესამე ხაზი

ნაკრების შემადგენლობაში დებიუტი ექნება ჯიქელ გიორგი მჭედლიშვილს. ეროვნულში ჰეიგმა ასევე უხმო ბექა ბიწაძეს, რომელსაც 2015 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის შემდეგ ბორჯღალოსანთა შემადგენლობაში არ უთამაშია

 

„გიორგი მჭედლიშვილი ძალიან კარგად ირჯებოდა ვარჯიშებზე და საკმაოდ დიდი ხნის განავლობაში „აკაკუნებდა“ ნაკრების კარზე. ახლა მას ეროვნულში თამაშის შესაძლებლობა ეძლევა და უნდა გვანახოს, რომ მისი ბოლო წლების შრომა დაფასდა. ჩვენის მხრივ მოუთბენლად ველით მას ეს შანსი, რომ მივცეთ.

„მესამე ხაზი საკმაოდ გამოცდილი გვყავს – შალვა სუთიაშვილი, ლაშა ლომიძე და გიორგი თხილაიშვილი, რომლებმაც წინა მსოფლიოზე იასპარეზეს. ასევე საბა შუბითიძე, რომელსაც სამწუხაროდ არ მოუწია შარშან ინგლისში გამგზავრება. შევარჩიეთ ის მორაგბეები, რომლებიც სანაკრებო გარემოს კარგად იცნობენ და ამ გარემოში დიდ ხნის განმავლობაში არიან.“

 

ჰავბექები

ნაკრებს ოკეანეთში არ ეყოლება ვასილ ლობჟანიძე, ვინაიდან იგი 20-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატზე უკაპიტნებს უმცროს ბორჯღალოსნებს. შესაბამისად ტესტებზე 9 ნომერზე გიორგი ბეგაძესა და ვაჟა ხუციშვილს ვიხილავთ. მგეზავებად კი ლაშა ხმალაძესთან და ლაშა მალაღურაძესთან ერთად რეზი ჯინჭველაშვილი გაირჯება.

 

„ხუთივე ჰავბექი გამოცდილი ბორჯღალოსანია, რეზი ჯინჭველაშვილიც ორი-სამი წელია რაც ნაკრების გარემოცვაშია. თუ კუნძულებზე ტესტების მოგება გვინდა გამოცდილი ცხრა და ათი ნომრების ყოლა აუცილებელია. ტურნეზე არ გვეყოლება ლობჟანიძე, რომელიც ახალგაზრდულ მსოფლიოზე ჩვენს 20-წლამდელებს უკაპიტნებს, რაც უმცროსი ბორჯღალოსნებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. მოცემულ მდგომარეობაში დარწმუნებით შემიძლია განვაცხადო, რომ ჩვენი ცხრები და ათები მოედანზე კარგად წაგვიძღვებიან.“

 

შუამარბები

„კაჭარავამ და მჭედლიძემ მსოფლიოზე ოლ ბლექსის წინააღმდეგ ითამაშეს, მერაბ შარიქაძე კი ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ჩვენი შეუცვლელი 12 ნომერია. ამ ბიჭების გამოცდილებაზე საუბარიც ზედმეტია. ეს მორაგბეები შეკრავენ გუნდს და თავის როლს არა მარტო მინდორზე, არამედ მის გარეთაც შეასრულებენ. ძალიან კმაყოფილი ვარ ჩვენი ცენტრებით, ისინი ჩვენი გუნდის უდაოდ ძლიერ მხარეს წარმოადგენენ.“

 

გარემარბები

შარშან წარმატებული მსოფლიო ალაფის კამპანიის შემდეგ აკადემიელ ანზორ სიჭინავას პირველი სანაკრებო კეპის მოხვეჭის შესაძლებლობა ეძლევა.

 

„ბოლო 8 თვეა რაც ანზორ სიჭინავა ნაკრების სავარჯიშო რაზმს შემოუერთდა. ერთა თასის დროს მიგვაჩნდა, რომ ჯერ მზად არ იყო თამაშისთვის, მაგრამ ახლა იმსახურებს შანსს. მოდი ვთქვათ, რომ ის საკმაოდ გამორჩეული 20-წლამდელი იყო, რომელმაც შარშან ძალიან კარგი მსოფლიო ალაფის კამპანია ჩაატარა და ახლა მზად არის შემდეგი ნაბიჯი გადადგას ეროვნული ნაკრებისკენ. იმედიანად ვართ განწყობილნი მის მიმართ. ეს ჩვენი სტრატეგიის ნაწილიცაა, რომ განვავითაროთ ახალგაზრდა მორაგბეები და მიმაჩნია, რომ სიჭინავას დიდი მომავალი აქვს.“

 

ფულბეკები

92 სანაკრებო კეპის მომხვეჭი და ოთხი მსოფლიო თასის მონაწილე მერაბ კვირიკაშვილი, შარშანდელ მსოფლიო თასზე ოლ ბლექსის დამლელოვებელ ბექა წიკლაურთან ერთად ჰეიგმა 15 ნომრებად იხმო.

 

„მერაბ კვირიკაშვილი ალბათ მალე 100 მატჩიან ნიშნულსაც მიაღწევს ბორჯღალოსნების რიგებში. ეს ტურნე მისთვის მორიგი გამოცდაა. ნაკრებში გამართული 92 მატჩიანი კარიერის მანძილზე, მას არასდროს მოუწია ოკეანეთში ჩასვლა და სამივე იქაური გუნდის წინააღმდეგ თამაში. ბექა წიკლაურს, მსოფლიოზე ოლ ბლექსისთვის დადებული ლელოს შემდეგ ყველგან კარგად იცნობენ; ბექას კლუბმაც წელს საქართველოს ვიცე-ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. ორივე დამრტყმელისგან ივნისში ძალიან ბევრს ველით, რადგან ისინი საკმაოდ გამოცდილნი არიან“

 

ტოპ 14-ის პლეიოფებში მოასპარეზე ბორჯღალოსნები

„ფრანგული ტოპ 14-ის პლეიოფები იმგვარად დაჯდა, რომ ივნისს ემთხვევა და ის ბორჯღალოსნები, რომლებიც კლერმონში, ტულონში, მონპლეიესა თუ სტად ფრანსეში თამაშობენ, ცხადია ვერ მოიაზრებიან ტურნეს პირველი კვირისათვის, რომელშიც სამოას ვუპირისპირდებით. იქიდან გამომდინარე, თუ ჩვენების რომელი გუნდი გამოვარდება პლეიოფების პირველი რაუნდიდან და თუ ისინი არ დაშავდნენ, ჩვენ განვიხილავთ მათი ოკეანეთში გამოძახების საკითხს. მაგრამ ისინი ვინც პლიოფების შემდეგ ეტაპზე გადავლენ, ცხადია არ გვეყოლება. მორაგბეებისათვისაც ეს ძალიან მნიშნელოვანია. წაროიდგინეთ, მთელი წელი კლუბთან ერთად შრომობენ, რომ ფინალში გავიდნენ. ჩვენ, საქართველომაც უნდა დავუჭიროთ მხარი ჩვენს მოთამაშეებს“

საქართველოს ბორჯღალოსნები

2016 წლის ზღვისრეთის ტურნეზე

11/06 სამოა @ აპია    18/06 ტონგა @ სუვა (ფიჯ)    24/06 ფიჯი @ სუვა

ყველა ბორჯღალოსანი და ტესტი 1989-2016

No სახელი და გვარი კლუბი დაბ ბრჯ მონაგარი
 
უკანა ხაზი [ბექები]
15 მერაბ კვირიკაშვილი მონლიუსონ [სფრ ფედ2] 1983 92 14ლ 126გ 126ჯ 3ა [709 ქ] 4სბ
15 ბექა წიკლაური ლოკომოტივი [საქ დ 10] 1989 24 4 11გ 15ჯ 2ა [93 ქ]
სანდრო თოდუა ლელო სარასენს [საქ დ 10] 1987 55 7ლ 2სბ
გიორგი ფრუიძე ქუთაისის აია [საქ დ 10] 1994 8
ანზორ სიჭინავა აკადემია [საქ დ 10] 1995 0 :
დავით კაჭარავა ენისეი [რუს სუპერ] 1985 92 18ლ [4 კაპ] 2სბ
მერაბ შარიქაძე ორიაკ [სფრ პრო დ2] 1993 41 8 [1 კაპ]
თამაზ მჭედლიძე აჟენ [სფრ ტოპ 14 >> პრო დ2] 1993 39 6ლ
10 ლაშა მალაღურაძე კრასნი იარ [რუს სუპერ] 1986 67 4ლ 37გ 25 3ა [178 ქ] 2სბ
10 ლაშა ხმალაძე ლელო სარასენს [საქ დ 10] 1988

44

6ლ 4გ [38 ქ]
10 რევაზ ჯინჭველაშვილი ქუთაისის აია [საქ დ 10] 1995 2 :
9 გიორგი ბეგაძე ბოლნისის ყოჩები [საქ დ 10] 1986 45 2სბ
9 ვაჟა ხუციშვილი ლოკომოტივი [საქ დ 10] 1993 20 :
შერკინება [ფორვარდები]
1 ზურაბ ჟვანია სტად ფრანსეზ [სფრ ტოპ 14] 1991 23 8ლ 2სბ
1 კახა ასიეშვილი ბრივ [სფრ ტოპ 14] 1987 21 2ლ
2 შალვა მამუკაშვილი

გლაზგო [შტლ პრო 12]

1990 40 3
2 ჯაბა ბრეგვაძე ვუსთერ [ინგ პრემ] 1987 34  2სბ
3 ანტონ ფეიქრიშვილი ბეიონ [სფრ პრო დ2] 1987 21 5ლ 2სბ
3 ირაკლი მირცხულავა  ტარბ [სფრ პრო დ2] 1988 8 :
3 ნიკა ხატიაშვილი ორიაკ [სფრ პრო დ2] 1992 2 სბ
2ხ გიორგი ჩხაიძე ლილ [სფრ ფედ1] 1981 91 10ლ [1 კაპ] 6სბ
2ხ გიორგი ნემსაძე ტარბ [სფრ პრო დ2] 1984

59

12ლ 4სბ
2ხ ნოდარ ჭეიშვილი ლელო სარასენს [საქ დ 10] 1990 1 :
3 შალვა სუთიაშვილი ანგულემ [სფრ ფედ1] 1984 57 2ლ [12 კაპ] 3სბ
3 გიორგი თხილაიშვილი ბათუმი [საქ დ 10] 1991 27 5ლ სბ
3 ლაშა ლომიძე ბეზიე [სფრ პრო დ2] 1992 20 5ლ სბ
3 ბექა ბიწაძე შონბრი [სფრ ფედ1] 1991 15 3ლ
3 საბა შუბითიძე აკადემია [საქ დ 10] 1994 5 :
3ხ გიორგი მჭედლიშვილი გორის ჯიქი [საქ დ 10] 1993 0 :

 

Rugby.GE



მსგავსი სიახლეები
რაგბი

სოსო ტყემალაძე: “იტალიელთა პრეზიდენტი არასპორტულად მოიქცა”

რაგბის კავშირის პრეზიდენტმა სოსო ტყემალაძემ ვახო ხუზმიაშვილის “თავისუფალ სივცრცეში” საინტერესო ისტორია მოჰყვა. “ჩვენ თამაშამდე ერთ-ე...
წაკითხვა
რაგბი

“ქართველებისთვის ექვსი ერის კარი კვლავ დახურულია”

საქართველოს ნაკრებმა ისტორიაში პირველად ტიერ ერთის ნაკრებს მოუგო. ბორჯღალოსნებმა იტალია 28-19 დაამარცხეს და ექვს ერში […]...
წაკითხვა
რაგბი

მერაბ შარიქაძე: “საყვედურს არავის ვეუბნები, მაგრამ საწყენია მუდმივი კრიტიკა”

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების კაპიტანმა მერაბ შარიქაძემ რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალურ მატჩში, ესპანეთთან გამარჯვების (49:15) […]...
წაკითხვა
რაგბი

დიმიტრი ბასილაია – ქართველი მორაგბე, რომელიც უკრაინელ ჯარისკაცებს ცხელი საჭმელით ამა

საქართველოს ნაკრების ყოფილი მორაგბე დიმიტრი ბასილაია კიევის სარაგბო გუნდს წვრთნის. გარდა ამისა, უკრაინაში მეგობრებთან ერთად […]...
წაკითხვა
რაგბი

საქართველო – რუსეთის თამაში არ ჩატარდება

საქართველოსა და რუსეთს შორის 27 თებერვალს გასამართი მატჩი გაურკვეველი ვადით გადაიდო. 2022 წლის რაგბი ევროპის […]...
წაკითხვა
რაგბი

ყაველაშვილი: “გარკვეული ორგანიზაციები რუსეთთან თამაშის ჩაშლას აპირებენ”

სპორტის კომიტეტის თავჯდომარემ, მიხეილ ყაველაშვილმა 27 თებერვალს საქართველო – რუსეთის რაგბის თამაშის შესახებ ისაუბრა. “ყველა […]...
წაკითხვა
რაგბი

რუსეთმა “რაგბი ევროპას” მიმართა – საქართველოს რაგბის კავშირმა უკრაინული

27 თებერვალს საქართველოს ეროვნული ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის მე-3 ტურში, თბილისში, “დინამო არენაზე” რუსეთს უმასპინძლებს. […]...
წაკითხვა
რაგბი

ნიკოლოზ ნარმანია: “საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ თამაში არ შემიძლია”

რუსეთის მორაგბეთა ნაკრების წევრმა, ნიკოლოზ ნარმანიამ განაცხადა, რომ ის საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ არ ითამაშებს. ფრანგული […]...
წაკითხვა
რაგბი

“შემირცხვენია ყველა ის მორაგბე, რომელიც რუსებს მოემსახურება”

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ირაკლი ჩომახაშვილმა ქართველი მორაგბეების რუსეთის 7-კაცა ნაკრებთან ერთად შეკრებაზე სოციალურ ქსელში […]...
წაკითხვა
რაგბი

რაგბის კავშირი განცხადებას ავრცელებს

რაგბის კავშირმა რუსეთის 7-კაცა ნაკრებთან ერთად ქუთაისში შეკრების გამართვაზე განცხადება გაავრცელა. “გვინდა გამოვეხმაუროთ ბოლო პერიოდში […]...
წაკითხვა
რაგბი

“ოკუპანტს ხელგაშლილი ვხვდებით, ისე დავუმეგობრდით, ვეღარც მოვუგებთ”

საქართველოს 7-კაცა ეროვნული ნაკრები 24 თებერვლიდან 1-ელ მარტამდე ქუთაისში შეკრებას რუსეთის 7-კაცა ნაკრებთან ერთად გაივლის. […]...
წაკითხვა
რაგბი

მამუკა გორგოძე: “ლაშა ყოველთვის წყნარად, თავჩაღუნული მიყვებოდა თავის საქმეს”

ლეგენდარული მორაგბემ მამუკა გორგოძემ გადაცემაში “სპორტი იმედზე” ლაშა შავდათუაშვილზე ისაუბრა. “ყოველთვის აღფრთოვანებული ვიყავი ამ ბიჭ...
წაკითხვა
რაგბი

საქართველოს რაგბის კავშირის განცხადება თეა წულუკიანზე

საქართველოს რაგბის კავშირი პასუხობს 20 იანვარს მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, სადაც გაჟღერდა მცდარი მოსაზრება, რომ რაგბის […]...
წაკითხვა
რაგბი

ჩილაჩავამ ავსტრალიელ ჰუკერს სახეში ხელი უთავაზა (ვიდეო)

საფრანგეთის ტოპ 14-ში “კასტრი ოლიმპიკის” ბურჯმა ლევან ჩილაჩავამ ავსტრალიელი ჰუკერისგან ტოლუ ლატუსგან სახეში დარტყმა მიიღო, […]...
წაკითხვა