გალიანი: „კოვაჩიჩი „მილანში“? ვნახოთ“
„მილანის“ ვიცე-პრეზიდენტმა ადრიანო გალიანიმ „როსონერის“ გარშემო ბოლო დროს არსებული ჭორების შესახებ ისაუბრა.
„ბენზემა? „რეალთან“ ამ საკითხზე არასდროს გვისაუბრია. მადრიდში ის ყველაფრით კმაყოფილია, ამიტომ მის დამატებაზე არც კი გვიფიქრია.
კოვაჩიჩი „მილანში“? ვნახოთ. აქ სატრანსფერო ფანჯარაზე სასაუბროდ არ მოვსულვარ. დიახ, რაიოლას შევხვდი, ჩვენ კარგი ურთიერთობა გვაკავშირებს, ის „მილანის“ რამდენიმე მოთამაშის აგენტია. პრობლემა მასში არ არის. არ ვიცით, იბრაჰიმოვიჩისთვის ხელფასის გადახდას შევძლებთ თუ არა.
რაც შეეხება ტორესს, რა თქმა უნდა, ვწუხვართ. ფერნანდო აქ საუკეთესო თამაშს არ აჩვენებდა და მშობლიურ კლუბში დაბრუნება სურდა. მის გამო მიხარია, ის კარგი ადამიანია. მიხარია, რომ ტორესმა ჩემპიონთა ლიგის ფინალამდე მიაღწია.
ფეხბურთი ციკლებისგან შედგება, ამიტომ „მილანი“ და „ინტერი“ თავის სიტყვას კიდევ იტყვიან“, – ციტირებს გალიანის „Football-Italia“.