2016-2017 წწ. ლიცენზირების პროცესი დასრულდა
2016 წლის 31 მაისს, უეფას მიერ დადგენილი ვადის შესაბამისად, დასრულდა კლუბების ლიცენზირების მორიგი ციკლი, რომლის შედეგად ლიცენზირების კომიტეტის, ლიცენზირების აპელაციის ორგანოსა და ტრიბუნალის მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილებები, რომლის თანახმად:
2016-2017 წწ. უეფას და 2016 წ. ეროვნული ლიცენზიები მიიღეს შემდეგმა კლუბებმა:
„დინამო თბილისი“
„სამტრედია“
„დილა“
„ჩიხურა“
„სიონი“
„ტორპედო“ (უეფას ლიცენზია – აპელაციის შედეგად)
„საბურთალო“
„ლოკომოტივი“
მათ გარდა, 2016 წ. ეროვნული ლიცენზია მიიღეს კლუბებმა:
„ცხინვალი“
„დინამო“ (ბათუმი)
„შუქურა“
„გურია“
„კოლხეთი 1913“
„ზუგდიდი“
„მერანი“
„საპოვნელა“
სფფ-ის კლუბების ლიცენზირების კომიტეტმა განიხილა 20 კლუბის განაცხადი უეფასა და ეროვნულ ლიცენზიებზე. ლიცენზირების კომიტეტის გადაწყვეტილებით ეროვნული ლიცენზია არ მიენიჭა 4 კლუბს – „გაგრას“, „ოდიშს“, “ვიტ ჯორჯიას“ და „ლიახვს“.
თბილისის „ვიტ ჯორჯიამ“ და ცხინვალის „ლიახვმა“ ლიცენზირების კომიტეტის გადაწყვეტილება მეორე ინსტანციაში გაასაჩივრა, სააპელაციო ორგანომ არ დააკმაყოფილა მათი მოთხოვნა და ძალაში დატოვა ლიცენზირების კომიტეტის გადაწყვეტილება. ეროვნული ჩემპიონატის ლიცენზიასთან დაკავშირებით, სფფ-ის ლიცენზირების აპელაციის ორგანოს გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნით კლუბებმა საფეხბურთო დავების განმხილველ დამოუკიდებელ ტრიბუნალს მიმართეს, რომელმაც მხარეთა მიერ წარდგენილი სარჩელი 27 მაისს განიხილა და ძალაში დატოვა სფფ-ის ლიცენზირების ორგანოების გადაწყვეტილება.
სფფ-ს წესდების შესაბამისად, ტრიბუნალი წარმოადგენს სფფ-ს იურისდიქციის ფარგლებში არსებულ დავებთან დაკავშირებით უმაღლეს ინსტანციას, რომლის გადაწყვეტილებები საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება.
სფფ-ის პრესსამსახური