„ბილდი“: „ბაიერნის“ ნახევარმცველი „ბორუსიაში“ გადავა
მიუნხენის „ბაიერნის“ ნახევარმცველი სებასტიან როდე შემდეგ სეზონს დორტმუნდის „ბორუსიაში“ დიაწყებს. გერმანული ტაბლოიდის „ბილდის“ ინფორმაციით, მხარეებმა ფეხბურთელის ტრანსფერთან დაკავშირებით შეთანხმებას უკვე მიაღწიეს, თუმცა არც კლუბებსა და არც ფეხბურთელს ამ თემაზე ჯერ არ უსაუბრიათ.
წყაროს ინფორმაციით, „ბორუსიას“ მთავარი მწვრთნელი ტომას ტუხელი როდეში მრავალმხვრივ ფეხბურთელს ხედავს და მის დაცვით პოზიციებზე გამოყენებაზეც ფიქრობს