დაწვრილებით: ყველაფერი, რაც უნდა იცოდეთ მესის დამალულ გადასახადებზე
განხილვა ლიონელ მესის საქმეზე, რომელსაც გადასახადების დამალვაში ადანაშაულებენ, ხუთშაბათს კვლავ განახლდა.
“ბარსელონას” სუპერვარსკვლავს, რომელმაც სულ ცოტა ხანში არგენტინის ეროვნულ ნაკრებს უნდა ულიდეროს კოპა ამერიკაზე, სასამართლოში უწევს ყურყუტი.
გთავაზობთ ყველა საჭირო ინფორმაციას, რაც უნდა იცოდეთ ამ საქმესთან დაკავშირებით …
მესის ბრალი ედება გადასახადების დამალვაში (2007,2008 და 2009 წლებში). საქმე საერთო ჯამში 4.1 მილიონ ევროს (3.1 მილიონ ფუნტს) ეხება. ამ თანხების უმეტესობა კი სურათების უფლებებიდან არის მიღებული. როგორც იცით, მესი ამ კუთხით რამოდენიმე მთავარ ბრენდთან ურთიერთობს.
ბრალმდებელი მხარე ამტკიცებს, რომ მესიმ განზრახ გადამალა გადასახადები და მოატყუა სააგენტო. მაგრამ მესი აცხადებს, რომ ყველა ფორმალურ საკითხს მამამისი აგვარებს. მესის მამა: “ჩემს შვილს არასდროს ჰქონია წვდომა კონტრაქტებთან ან მსგავს ინფორმაციასთან.”
ანხელ ხუარესი, ხუარეს ვერჩიანას დამფუძნებელი – კომპანიის, რომელიც მესის გადასახადების საკითხს განაგებს – აცხადებს, რომ ლეოს არასდროს გადაუხედავს იმ დოკუმენტებისთვის, რომელსაც ხელს აწერდა.
თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წავა, მაშინ ეს პროცესი მხოლოდ 3 დღეს გასტანს. პროცედურა 31 მაისს დაიწყო, თუმცა ამ დღეს მოწმეები რატომღაც არ გამოცხადნენ. ამ პროცესზე ლეო მესი ჩვეულებრისამებრ გამოცხადდა, მიუხედავად იმისა, რომ “ალბისელესტესთან” ერთად ვარჯიშობს.
იმ შემთხვევაში, თუ მესის დამნაშავედ მიიჩნევენ, მას საკმაოდ დიდი თანხის გადახდა მოუწევს ჯარიმის სახით. მაგრამ, შანსი იმისა, რომ ის ციხეში ჩასვან – 0 პროცენტია.
რამდენად შეაფერხებს ეს “ბარსელონასა” და არგენტინას? ლეო მესის ამის გამოცდილება უკვე აქვს – მან აქამდეც შეძლო და მსგავსი პრობლემები მოედანს მიღმა დატოვა. ამიტომაც ნაკლებად სავარაუდოა, რომ ამ პროცესმა “ბარსელონას” ან არგენტინას ხელი შეუშალოს.