საქართველოს ქალთა ნაკრები ჩრდილოეთ ირლანდიაში განადგურდა
3 ივნისს, საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები ევრო 2017-ის შესარჩევ მატჩში ჩრდილოეთ ირლანდიას დაუპირისპირდა. ბელფასტში გამართული შეხვედრა მასპინძელთა გამარჯვებით 4-0 დასრულდა. ბრიტანელთა მხრიდან დუბლით კალაგანი გამოირჩა.
ლევან ბაჯელიძის გუნდი ევრო შესარჩევის შემდეგ მატჩს 7 ივნისს, თბილისში იტალიის წინააღმდეგ გამართავს.
ჩრდ. ირლანდია – საქართველო 4-0
ბელფასტი, სოლიტუდი
ჩრდ. ირლანდია: ბარნსი, ლინდსეი, ფოი, ჰატონი, ნელსონი, მაკფადენი, ბერგინი, კალაგანი (კ) (მაკმასტერი), მაგილი (81’ შერვუდი), ფურნესი, მაკგინსი (78’ ვეიდი)
მთ. მწვრთნელი: ალფი ვაილი
საქართველო: ნადირაშვილი, ქველიძე (90’ ზაქაიძე), ჩხარტიშვილი, კოჭლამაზაშვილი, ბაქრაძე, ჩემინავა, ჭყონია, გაბელია (კ), დანელია (81’ პასიკაშვილი), ტატუაშვილი, სუთიძე
მთ. მწვრთნელი: ლევან ბაჯელიძე
მსაჯები: ვიოლა რაუძინა, დიანა ვანაგა, იელენა იერმოლაიევა, ლორენ მიურეი (სათადარიგო)
გაფრთხილება: 13’ ჭყონია, 52’ მაკფადენი
გოლები: 1-0 მაგილი (1), 2-0 კალაგანი (21), 3-0 კალაგანი (40), 4-0 ფურნესი (90)
სფფ-ის პრესსამსახური