ანჩელოტი: “იტალიის ამჟამინდელ ფორმაციაში პირლოს ადგილი არ არის”
“ბაიერნის” იტალიელმა თავკაცმა, კარლო ანჩელოტიმ პრესასთან იტალიის ეროვნული ნაკრების გეგმებზე ისაუბრა მომავალ ევროპის ჩემპიონატზე.
როგორც იცით, როგორღაც იტალიის განაცხადში ვერ მოხვდა ანდრეა პირლო. ამ ფაქტს კიდევ უფრო მეტ მისტიურობას სძენს ის ფაქტი, რომ გუნდს ვერც მარკო ვერატი ეხმარება და ვერც კლაუდიო მარკიზიო.
“კონტეს გუნდში ბევრი ვარსკვლავი არ ჰყავს, ამიტომაც მას გუნდისთვის შესაფერისი მოდელის მოძებნა დასჭირდება, თანაც მათ ვერც ვერატი დაეხმარება და ვერც მარკიზიო.
ვფიქრობ, რომ კონტე ინტენსიური თამაშებით აპირებს ფონს გასვლას, ამიტომაც არ აირჩია მან პირლო.
რა თქმა უნდა პირლო, როგორც ფეხბურთელი ძალიან მიყვარს. ღმერთო ჩემო, ის ხომ უდიდესი ტალანტია. მაგრამ ამერიკაში გადასვლა ნიშნავს, რომ ის სხვა რიტმს არის აყოლილი.
ის 37 წლის არის და თუ მწვრთნელს ინტენსიური თამაშების წარმართვა სურს, პირლოს გამოყენება არ ივარგებს. იტალიის წარმატებაში მთავარ როლს ტაქტიკური სვლები ითამაშებენ.”
შეგახსენებთ, რომ იტალიის ნაკრები E ჯგუფში იმყოფება, ბელგიის, შვედეთისა და ირლანდიის ნაკრებებთან ერთად.