ვინსენტ იანსენი მომავალზე საუბრისას: “ტელეფონს სულ თან ვატარებ”
“ალკმაარისა” და ჰოლანდიის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელმა, ვინსენტ იანსენმა აღიარა, რომ კარიერული წინსვლისთვის კიდევ ერთი ნაბიჯის გადადგმა სურს, რაც შეიძლება პრემიერ ლიგაში გადაბარგებით გამოიხატოს.
“ყველასათვის ნათელია, რომ ნაბიჯის წინ გადადგმა მსურს. მაგრამ ამ დროისთვის ჩემი მომავალი თეთრი კვამლით არის მოცული.
ინგლისი? ვნახავთ. შესაძლოა არდადეგებზე რაღაც მოხდეს. ჩემს ტელეფონს სულ თან ვატარებ.”
შეგახსენებთ, რომ 21 წლის ჰოლანდიელმა ერედივიზიონში ყველაზე მეტი, 27 გოლის გატანა მოახერხა გასულ სეზონში, რისთვისაც მას 34 მატჩის ჩატარება დასჭირდა.