„დათიკაშვილმა გვთოხვა, რომ „ვითა“ სუპერლიგაში „ა“ ლიგის გავლის გარეშე ჩაგვერიცხა“
საქართველოს ეროვნული ფედერაციის სხდომის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ეროვნული ფედერაციის მდივანმა გიორგი ქართველიშვილმა ვიცე-პრეზიდენტ კახა შენგელიასა და გამგეობის წევრის თემურ დათიკაშვილის პირველ ივლისს სხდომის სკანდალურად დატოვების შესახებ ისაუბრა. შენგელიამ და დათიკაშვილმა გადადგომის თაობაზე განცხადება დაწერეს.
„ჩვენი კიდევ ერთ გულის ტკვილი უნდა გამოგვეხატა. ჩვენ ვართ საკალათბურთო ოჯახი. კალათბურთის განვითარება გვინდა. აქ ვართ უმეტესობა, ვინც თავიდანვე ვიყავით. მინდა, ყველას ბოდიში მოგიხადოთ, რომ ჩვენმა ორმა წევრმა, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ შორის საუბარი იყო, ეს საუბრები ოჯახის გარეთ გაიტანა, როცა შეგვეძლო, აქ გველაპარაკა და კალათბურთის განვითარებაზე გვესაუბრა. ამ ადამიანებმა სხვა გზა აირჩიეს. მიუხედავად ამისა, ამ ადამიანებს ისევ მოვუწოდებთ, გაანალიზონ, რას ჩადიან, რომ ეს საზოგადოების მცდარი მიმართლებით წაყვანაა. შესაძლებლობა არსებობს, მათთვისაც ვამბობ, თუ ეს რამე საკითხი აქვთ, მოვიდნენ და კალათბურთს სამყაროსთან განიხილონ.
“საკალათბურთო კლუბ „ვითაშ“ ჩამოყალიბების შემდეგ ამ ბატონებმა, უფრო კონკრეტულად დათიკაშვილმა, გვთხოვა, რომ „ვითა“ „ა“ ლიგის გავლის გარეშე სუპერლიგაში მე-9 გუნდად ჩაგვერიცხა. მიზანი ერთადერთი ჰქონდა, რაც თვითნ თქვა – უნდოდა მოეპოვებინა 450 ათასი ლარის ოდენობით სახელმწიფო დაფინანსება, რომელიც სუპერლიგის კლუბებს ერიცხებათ. ცხადია, უარი ვუთხარით. რა უნდა გვეთქვა იმ გუნდებსითვის, რომლებმაც „ა“ ლიგაში იშრომეს, თუმცა სუპერლიგაში ვერ გადავიდნენ?